logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აგრარულ საკითხთა კომიტეტში 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის შედეგები განიხილეს
აგრარულ საკითხთა კომიტეტში 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის შედეგები განიხილეს
16:41 10.05.2018
აგრარულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია უძღვებოდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა“ განიხილეს.



საკითხი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გამოიტანა და კომიტეტის წევრებს თავდაპირველად 2018 წლის იანვარ-მარტის მაკროეკონომიკური მიმოხილვა გააცნო, შემდეგ ცალკეული უწყებების მხრიდან, მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ბიუჯეტის შესრულების თაობაზე ისაუბრა.



გიორგი კაკაურიძის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ გასული წლის ბოლო მაღალი ეკონომიკური ზრდით გამოირჩეოდა, 2018 წელიც საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა მარტში უკვე 5,6% შეადგინა, ჯამურად კი ეს მაჩვენებელი კვარტლის მიხედვით 5,2%-ია; ინფლაციის მაჩვენებელი 2,8%-ია, რაც მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია; საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 მლრდ. 823 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 23,3%-ით მაღალია; ზრდა დაფიქსირდა ტურიზმის მიმართულებითაც - 15,6%-ით გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა და, შესაბამისად, 28,8%-ით მიღებული შემოსავლები და ა.შ.



2018 წლის იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრული იყო 2 427 049.7 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 2 635 060.2 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 108,6%.



ცალკეული უწყებების მიერ ბიუჯეტის შესრულების მონაცემებზე საუბრისას, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შესრულების მაჩვენებელი 83,4%-ია.



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ბიუჯეტის შესრულების პროცესში არსებულ პრობლემებზე და სხვა მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის, კოოპერატივებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ტენდერებზე, მელიორაციის სფეროში შექმნილ ვითარებაზე, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებულ ღონისძიებებზე, განმარტებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა გააკეთა. მისი განცხადებით, ბიუჯეტის 83%-იანი შესრულება, ბუნებრივია, კარგი შედეგი არ არის, თუმცა გარკვეული შეფერხებები გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სამინისტრო პირველი კვარტლის განმავლობაში, ფაქტობრივად, რეორგანიზაციის პროცესში იმყოფებოდა და, აქედან გამომდინარე, მთელი რიგი ობიექტური პრობლემები იყო.



„საბიუჯეტო თანხების ათვისება ყოველთვის არის გამოწვევა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ეს ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეა. ვინაიდან შერწყმის პროცესი იყო, მთელი რიგი პროცესები და პროცედურები გადალაგდა, მოხდა ოპტიმიზაცია, მათ შორის, სტრუქტურული და, ბუნებრივია, ეს შემაფერხებელი გარემოებები არის ობიექტური. საერთო ჯამში, 83 % - ეს არის ნორმალური შესრულება ამ პირობებში. ჩვენ მოვისმინეთ არგუმენტები, თუ კონკრეტული მიმართულებით, მაგალითად, იგივე კოოპერატივების ნაწილში, რა შემაფერხებელი გარემოებები იყო და ერთ-ერთ ასეთ ძირითად ფაქტორად ისევ რჩება ტენდერები და, შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით ალბათ უფრო სისტემური დახვეწისთვის უნდა ვიზრუნოთ, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ ერთი უწყების პრობლემა, და ძალიან ბევრ უწყებაში არის ანალოგიური პრობლემა“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.



კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო და დამაკმაყოფილებლად შეაფასა.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა