logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლიტვაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ასი წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო მიღება გაიმართა
ლიტვაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ასი წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო მიღება გაიმართა
14:58 10.05.2018
ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში, ვილნიუსის დიდ მთავართა სასახლეში სახელწოდებით „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა: ლიტვა-საქართველოს მეგობრობის ასი წელი“ საზეიმო მიღება გაიმართა.

მოწვეულ სტუმრებს ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ სიტყვით მიმართა, რომელმაც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლის იუბილის შესახებ ისაუბრა და 1918 წელს, საქართველოს რესპუბლიკის დაარსებისა და ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდგომ, ორ ქვეყანას შორის კავშირების ჩამოყალიბების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ელჩმა ასევე ისაუბრა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მიღწევების შესახებ და ხაზი გაუსვა იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფომ მე-20 საუკუნის დასაწყისში გადადგა დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად. ასევე, განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა ლიტვის მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელება Sakartvelo-ს დამკვიდრების თაობაზე.



ლიტვის რესპუბლიკის სახელით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლის იუბილე მიულოცა ლიტვის სეიმის თავმჯდომარემ:

„ვულოცავ თქვენს ქვეყანას. ვულოცავ საქართველოს და ხუთ მილიონ საქართველოს მოქალაქეს! ჩვენ ლიტველები დღეიდან, თქვენს ქვეყანას ვუწოდებთ „საქართველოს“, თქვენ კი „ქართველებს“.ამავდროულად ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მეასე წლისთავის იუბილესთან ერთად, ლიტვაც აღნიშნავს სახელმწიფოებრიობის აღდგენის მეასე წლისთავს.ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!“

საზეიმო მიღებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და ლიტვის რესპუბლიკის ურთიერთობათა ამსახველი გამოფენა "საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა: საქართველო-ლიტვის მეგობრობის 100 წელი“.



ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო ფოტოგამოფენები „საქართველო-ლიტვის ისტორიული კავშირები (1495-1497)“, „ქართული ეროვნული კოსტუმი ევროპულ ოჯახში“, „ქართული დამწერლობა და ხელნაწერები“, „ქართული ანბანის სამი სახეობა“, „მემკვიდრეობა ოკუპაციის ქვეშ - აფხაზეთი“, „50 ქალი საქართველოდან“ და დიმიტრი ერმაკოვის ფოტომასალები.



ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დამოუკიდებელი ლიტვის სახელმწიფოს პირველი მეთაური ვიტაუტას ლანდსბერგისი, ლიტვის ხელისუფლენის წარმომადგენლები, ვილნიუსში აკრედიტებული დიპლომატები, კულტურისა და აკადემიური წრეების მოღვაწეები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.



მიწვეული სტუმრების წინაშე ქართული ხალხური სიმღერების ფართო რეპერტუარით წარსდგა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებული ანსამბლი „სულიკო“. ღონისძიების დასასრულს, გაიმართა ქართული სამზარეულოს პრეზენტაცია და ქართული ღვინის დეგუსტაცია.



ლიტვის რესპუბლიკაში გრძელდება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ასი წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებები.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა