logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი: საქართველო ლიდერია დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებით და აშშ მხარს უჭერს პრემიერ კვირიკაშვილის პოლიტიკას
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი: საქართველო ლიდერია დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებით და აშშ მხარს უჭერს პრემიერ კვირიკაშვილის პოლიტიკას
14:22 10.05.2018
ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიისა და საერთაშორისო სწავლების ცენტრში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თაღთან დაკავშირებით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.



კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბრიჯიტ ბრინკმა. მან ვრცლად ისაუბრა საქართველო-აშშ-სს სტარტეგიულ პარტნიორობაზე და ხაზი გაუსვა აშშ-ს მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან მრავალი წლის განმალობაში. “ამერიკის შეერთებული შტატების ყველა ადმინისტრაცია მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას უცხადებდა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველო წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორს, განსაკუთრებით გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. საქართველოსა და ამერიკას შორის ტრადიციულად მტკიცე ურთიერთობები არსებობს და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ეს ურთიერობები კიდევ უფრო განმტკიცდა, კერძოდ, უსაფრთხოების საკითხებზე პარტნიორობისა და ეკონომიკური პროგრესის ხელშეწყობის მიმართულებით“- განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა სიტყვით გამოსვლისას. ბრიჯიტ ბრუნკმა აშშ-საქართველოს პარტნიორობის თვალსაჩინო მაგალითად მოიყვანა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველი სამი თვის განმალობაში პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი და ვიცე-პრეზიდენტის პენსის ვიზიტი თბილისში გასულის წლის ივლისში. საკუთარ გამოსვლასი სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლემა ხაზი გაუსვა კონგრესის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ისუაბრა 2018 წლის საბიუჯეტო კანონში საქართველოს მიერ გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზე, ასევე მნიშვნელოვან ცანაწერზე, რომლის თანახმადაც აშშ-ის მხრიდან იზღუდება იმ მთავრობების დაფინანსება, რომლებიც აღიარებენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებს. “საყოველთაოდ ცნობილია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია:რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“-განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა. მან ასევე დადებითად შეაფასა საქართველო მთავრობის ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმარტულებით. „ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს მთავრობის პრაგმატულ ძალისხმევას იპოვოს წინ მიმავალი გზა და მიაჩნია, რომ მხოლოდ კომუნიკაციის, დიალოგის გაგრძელების გზით შესძლებს საქართველო ორივე რეგიონის ხალხებთან კონტაქტების გაძლიერებას“-აღნიშნა ბრინკმა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და აღნიშნა რომ აშშ დიდად აფასებს საქართველოს მეირ გაღებულ მსხვერპლს. მისი განცხადებით აშშ მზადაა გააღრმავოს საქართველოსთან ურთიერთობები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. „ორი ათწლეულია აშშ მუშაობს როგორც ორმხრივად, ისე ნატოს პარტნიორებთან, ნატოს სტანდარტების შესაბამისად საქართველოს თავდაცვის სისტემის რეფორმირებისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით“-განაცხადა ბრინკმა. მან ასევე ისუაბრა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე „ნატოს კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომელიც იზიარებს ალიანსის ღირებულებებს და წვლილი შეაქვს საერთო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. საქართველოს გარდა არავის შეუძლია გადაწყვიტოს საქართველოს მომავალი. არც ერთ ქვეყანას არ აქვს საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე ვეტო დადების უფლება“ - განაცხადა ბრინკმა.



მისი თქმით საქართველო ჩამოყალიბდა როგორც ძლიერი დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც ლიდერია დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების კუთხით. მან დააფიქსირა აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეფორმების პოლიტიკის მიმართ „საქართველოს ჩამოყალიბდა როგორც ძლიერი დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც დასავლეთში ინტეგრაციისკენაა ორიენტირებული. საქართველო ლიდერია დემოკრატული და ეკონომიკური რეფორმების გატარების კუთხით. აშშ მხარს უჭერს პრემიერ მინისტრ კვირიკაშვილის პოლიტიკას, რომელიც ეკონომიკურ ზრდაზეა ფოკუსირებული და საქართველოს მთავრობის ოთხ-პუნქტიან გეგმას, რომელიც მთელ რიგ ნაბიჯებს ითვალისწინებს განათლების სისტემის გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების დაბანდების, საგადასახადო სისტემის გამარტივებისა და სასამართლო რეფორმების გატარების მიმართულებით“- განაცხადა ბრინკმა.



საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მიძღვნილ კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე, აშშ-ის ყოფილი ელჩები საქართველოში, ამერიკის კვლევითი ორგანიზაციების და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები, ასევე ღონისძიების ორგანიზატორები საქართველო-ამერიკის ასოციაცია, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი და სხვა.







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა