logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიგი წერეთელი საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
გიგი წერეთელი საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
14:13 10.05.2018
ლისაბონში, პორტუგალიის პარლამენტის ორგანიზებით და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მხარდაჭერით, თემაზე „დემოკრატიული სახელმწიფოს ციფრული მდგრადობა“ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. პოლიტიკოსების, ექსპერტების, ჟურნალისტების, ეუთოს ინსტიტუტების და ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მონაწილეობით გამართულ კონფერენციაზე, განხილვის მთავარ თემებს ისეთი საკითხები წარმოადგენდა როგორიცაა: საარჩევნო სისტემების მოწყვლადობა, კიბერსივრცის ტექნოლოგიური გამოწვევები, სუვერენიტეტი და ციფრული უსაფრთხოება და კიბერ-ტერორიზმის საფრთხე.



ჰიბრიდულ საფრთხეებზე, კიბერდანაშაულებზე და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე, კონფერენციაზე ვრცელი მოხსენებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი წარსდგა.



„ჩვენს სამყაროში, შეიარაღებული კონფლიქტი არ არის ერთადერთი საფუძველი, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოებს და მათ მოქალაქეებს. კიბერსივრცეში ჩვენ ვხედავთ ახალ გამოწვევებს, სადაც ექსტრემისტებს და დამნაშავეებს ინტერნეტი შესაძლებლობებს აძლევს განახორციელონ ისეთი დანაშაულები როგორიცაა ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია, ტერორისტული ქმედებები, პირადი მონაცემების გამოყენებით საბანკო ანგარიშებზე ხელმისაწვდომობა და სხვისი ქონების მითვისება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.



ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლები კონფერენციაზე შეთანხმდნენ, რომ კიბერუსაფრთხოების რისკები მრავალმხრივ და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებენ. მათივე შეფასებით, არსებული სამართლებრივი ჩარჩოების გადახედვა და მათი საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან ჰარმონიზაცია უნდა განხორციელდეს, რათა ქვეყნებმა კიბერუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობა გააძლიერონ და პრევენციის ეფექტური მექანიზმები დანერგონ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა