პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტთან მეგობრობის
ჯგუფის ხელმძღვანელი ეკა ბესელია შვეიცარია-საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკისა და ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებს საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავები კუთხით.
განხილული იყო საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ფორუმის ჩატარების შესაძლებლობა.
აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს საქართველოს რეგიონებში ქალი მეწარმეების გაძლიერებას.

















