logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აშშ-ში საქართველოს ელჩი კონგრესმენ კონავეის შეხვდა
აშშ-ში საქართველოს ელჩი კონგრესმენ კონავეის შეხვდა
18:05 09.05.2018
ამერიკის შერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ კონგრესმენ კონავეისთან შეხვედრა გამართა. ელჩმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენს საქართველოს მხარჭერისთვის, მათ შორის ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოს შესახებ ჩანაწერის ინიცირებისა და ასევე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია (H.RES.847) შეტანისთვის.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველო არის აშშ-ის ფასეული მეგობარი, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესების გატარებას და, ამავდროულად, ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში ნატოს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ევროპის შეკავების ინიციატივის (European Deterrence Initiative) ფარგლებში გათვალისწინებული პროგრამები ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც თავის მხრივ, აისახება უფრო მჭიდრო თანამშრომლობაში როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ნატოსთან. ამასთან, გამოხატულია მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, აღნიშნულია რომ აშშ არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და გმობს რუსეთის მიერ აღნიშნული ტერიტორიების ოკუპაციას.

დოკუმენტი ცალსახად უჭერს მხარს საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებასა და საქართველოს მთავრობის ქმედებებს, რომელიც მიმართულია როგორც ქვეყნის მოსახლეობის, ისე მისი სუვერენული ტერიტორიის დაცვისკენ.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის ტექსტში გათვალისწინებული საქართველოს მხარდამჭერი ფორმულირების ასახვა აგრეთვე იგეგმება 2019 ფისკალური წლის აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის წარმომადგენელთა პალატის ვერსიაში. რეზოლუცია წარმომადგენელთა პალატაში 2018 წლის 25 აპრილს შევიდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა