საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საუდის არაბეთის სამეფოში და წარმომადგენელმა
ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OIC), გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა ყველა მუსლიმისთვის წმინდა მედინას ემირთან, პრინც ფეისალ ბინ სალმანთან (ორი წმინდა მეჩეთის მფარველის, მეფე სალმანის შვილი).
შეხვედრა შედგა ქ. მედინაში პრინცის სასახლეში, სადაც განხილულ იქნა მედინაში ქართველი მომლოცველების და ზოგადად ჰაჯისა და უმრას რიტუალში მონაწილეობასთან დაკავშირებული პრობლემები, აგრეთვე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სხვა საკითხები.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ოფიციალურმა პირმა გამართა შეხვედრა მედინას ემირთან.

















