დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველომ დიდი
წვლილი შეიტანა.
კალაძემ ომის ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცა.
ამის შესახებ კალაძემ ვაკის პარკში განაცხადა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
„მინდა მივულოცო ჩვენს ომის ვეტერანებს. ამ ადამიანების თავგანწირვით კაცობრიობამ ფაშიზმი დაამარცხა. საქართველომ მართლაც დიდი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში და ცხრა მაისი შეიძლება ითქვას იქცა გამარჯვების დღედ. თბილისის მერია როგორც ყოველ წელს ხდება აგრძელებს დახმარებას ომის ვეტერანებზე მარჩენალდაკარგულებზე და წელსაც მოხდა ანალოგიური“- განაცხადა კახა კალაძემ.

















