საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ თუ
მოქმედი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს განმეორებით იყრის, მას მეორე ადგილზე გასვლის შანსიც კი არ აქვს.
„საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის შესაძლებლობა ყველას აქვს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოქმედ პრეზიდენტს. თუმცა, რაც შეეხება წარმატების შანსებს, დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა გიორგი მარგველაშვილს არ აქვს. ეს არის დღევანდელი რეალობა. სავარაუდოდ, კონკურენცია წარიმართება იგივე რესურსებით, როგორიც ჰქონდათ პოლიტიკურ პარტიებს ბოლო მუნიციპალურ არჩევნებში და ხმებიც, მე ვვარაუდობ, რომ დაახლოებით ისევე გადანაწილდება, როგორც ეს ხმები გადანაწილდა მუნიციპალურ არჩევნებში“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

















