საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით პრეზიდენტის
რეზიდენციის საკითხი საბოლო ჯამში საერთო კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს.
"ამ კონსულტაციებში ჩართული უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მომავალი პრეზიდენტიც. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული უნდა იქნას ზოგადი პრინციპების საფუძველზე. პრეზიდენტის სასახლე უნდა შეესაბამებოდეს მის როლსა და ფუნქციას და მთავარი კრიტერიუმის საფუძველზე უნდა იქნეს მიღებულ გადაწყვეტილება“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

















