logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიამ მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას მხარი დაუჭირა
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიამ მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას მხარი დაუჭირა
10:48 09.05.2018
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ და ამ ინიციატივის საკანონმდებლო საფუძვლებზე იმსჯელეს და კომისიის წევრთა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ერთხმად დაუჭირეს მხარი.



საკითხი სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გამოიტანა და კომისიის წევრებს დეტალურად გააცნო სამშვიდობო ინიციატივის არსი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს კონფლიქტის ზონაში, გამყოფი ხაზების სხვადასხვა მხარეს მცხოვრები ადამიანების დაახლოებას, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, კონფლიქტის ზონებში მცხოვრებთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ადამიანებს შორის ნდობის აღდგენას.



სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა გათვლილია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებზე, მათი მძიმე მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. იგი ამავდროულად, ხსნის შესაძლებლობებს და სივრცეს იმისათვის, რომ დღეს, ხელოვნური ბარიკადებით გაყოფილი საზოგადოებების სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის წარიმართოს დიალოგი, წახალისდეს მიმოსვლა, აღდგეს ხალხთაშორისი კონტაქტები, დამყარდეს თანამშრომლობა საერთო ინტერესების გარშემო, რაც საბოლოო ჯამში შერიგებისა და ნდობის მშენებლობისკენ არის მიმართული, რაც თავის მხრივ, კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა.



ქეთევან ციხელაშვილმა საკანონმდებლო ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც მისივე თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები პირების ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში მეტი ინტეგრაციისათვის, მათთვის ცალკეულ სერვისებზე წვდომის გაფართოებისა და გამარტივების უზრუნველსაყოფად შემუშავდა. მისი განცხადებით, სამშვიდობო ინიციატივა სამი ძირითადი მიმართულებით უნდა განხორციელდეს, როგორიცაა: ვაჭრობა გამყოფი ხაზების გასწვრივ და ამ პროცესის წახალისება; ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა და გამარტივება კონფლიქტის რეგიონში მცხოვრებთათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის; კონფლიქტის რეგიონში მცხოვრებთათვის იმ სერვისსა და სიკეთეზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, რასაც სახელმწიფოსგან დანარჩენი მოქალაქეები იღებენ.



ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, სწორედ ამ სამშვიდობო ინიციატივის ხორცშესხმას ემსახურება მიზნად ის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მთავრობამ პარლამენტში განსახილველად წარადგინა. ეს კანონპროექტებია:
· „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
· „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
· „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
· „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“;
· „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,;
· „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
· „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
· „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
· საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ცვლილებები ცხრა კანონში შედის და მან დეტალურად გააცნო კანონმდებლებს თითოეული ცვლილების არსი. პაკეტის მთავარი კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციასა და მათთვის პირადი ნორმის მინიჭებას, რამაც უნდა უზრუნველყოს ასეთი პირებისთვის საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს მოქალაქისთვის არსებული სერვისების, პროგრამების, შეღავათების ხელმისაწვდომობა. შესაბამისად, შეიქმნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სერვისებით, პროგრამებით, შეღავათებით სარგებლობის ახალი, მარტივი, ეფექტიანი, არსებულისგან განსხვავებული მექანიზმი.



კანონპროექტის ძირითადი არსი შემდეგია: წარმოდგენილი ცვლილების თანახმად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს მიენიჭება პირადი ნომერი. პირადი ნომრის მინიჭებით, მათ კვლავ ექნებათ პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის, საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების შესაძლებლობა, თუმცა, ასეთ პირებს მიეცემათ საშუალება აირჩიონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სერვისებით, პროგრამებითა და შეღავათებით სარგებლობის მექანიზმები. აღნიშნული სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა გათვალისწინებულ იქნება საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო აქტებში.



კანონპროექტით მოწესრიგდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე პირადი ნორმის მინიჭებისა და გაუქმების წესი, რაც დამტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.


სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, უმნიშვნელოვანესი ცვლილებები შედის საგადასახადო კოდექსში, ბევრ საინტერესო სიახლეს ითვალისწინებს ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში შესატანი ცვლილებები, ჩნდება სამართლებრივი საფუძველი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ და ა.შ.

ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებები ის ქმედითი ინსტრუმენტია, რომელმაც სამშვიდობო პროცესის უზრუნველყოფას უნდა შეუწყოს ხელი.



სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ამ პროცესებში არანაკლებ მნიშვნელოვანია პარლამენტის მხარდაჭერა, ვინაიდან მის გარეშე ვერ განხორცილედება საკანონმდებლო ცვლილებები და ვერ მოხდება შემდგომ მისი იმპლემენტაცია.



კომისიის წევრთა განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივაა და მას კანონმდებელთა მხარდაჭერა ყველა ეტაპზე ექნება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა