logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გაეროსთან აკრედიტებულმა მუდმივმა წარმომადგენლებმა ხურვალეთი მოინახულეს
გაეროსთან აკრედიტებულმა მუდმივმა წარმომადგენლებმა ხურვალეთი მოინახულეს
10:11 09.05.2018
საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაეროსთან აკრედიტებულმა მუდმივმა წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულეს. ელჩებმა ადგილზე შეაფასეს სოფელში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და სოციალური მდგომარეობა, მოინახულეს და გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას.

,,ელჩები ეცნობიან საქართველოს მიღწევებს და იმ გამოწვევებს რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. ბუნებრივია, ასეთ დროს გვერდს ვერ აუვლი იმ პრობლემას, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ ოკუპირებული ტერიტორიებთან დაკავშირებით. დღეს ვიმყოფებოდით ხურვალეთში, სადაც ელჩებმა თავისი თვალით ნახეს რუსული ოკუპაციის სახე. ჩვენ მუდმივად ვახდენთ მსოფლიო თანამეგობრობის - ჩვენი პარტნიორების ინფორმირებას და მათგან არის საკმაოდ დიდი მხარდაჭერა." - განაცხადა გაერო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ.

ელჩმა აღნიშნა, რომ გაეროში, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, საქართველოს საკითხი საკმაოდ აქტუალურია და მწვავედ დგას. მან კიდევ ერთხელ შეაფასა ნიუ-იორკში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, რა დროსაც გაეროში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით სპეციალური ღონისძიება გაიმართა.

სამი რეგიონიდან გაეროს 7 მუდმივი წარმომადგენელი ურუგვაიდან, სენტ-ვინსენტი და გრენადინიდან, შრი-ლანკიდან, ბენინიდან, სენტ-ლუჩიადან, ნამიბიიდან, კონგოდან და ზამბიიდან საქართველოს 5-12 მაისს სტუმრობს.

მათ შეხვედრები გამართეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. უცხოელ დიპლომატებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ. სტუმრებმა მოინახულეს იუსტიციის სახლი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. მუდმივი წარმომადგენლების ინტერესის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ გამოხატა რეფორმების გამოცდილების გაზიარებისთვის მზადყოფნაც. ვიზიტის ფარგლებში ელჩები შეხვდნენ ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს როგორც პრეზიდენტს, ასევე პრემიერ მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს. გაიმართება ელჩების შეხვედრები კახეთის რეგიონში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა