logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრებს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრებს შეხვდა
10:04 09.05.2018
ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრებთან, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან: ანა ფოტიგასთან, კლერ მუდისთან, მიშელ გალერთან და იოზონ რადოშთან, რომლებიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.

შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ევროპარლამენტთან საქართველოს მჭიდრო და წარმატებულ თანამშრომლობას. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის აქტიური მხარდაჭერისთვის, რაც გამოიხატა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ არაერთ რეზოლუციასა და მხარდამჭერ განცხადებაში.

ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრების მიერ აღინიშნა, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ ქვეყნისადმი მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირების მიზნით.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ევროკავშირის, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლზე ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. აღინიშნა, რომ 2008 წლის, რუსეთ-საქართველოს ომიდან ათი წლის თავზე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციასთან ერთად რუსეთის მხრიდან კვლავ გრძელდება აგრესიული ქმედებები. ხაზი გაესვა იმ მძიმე შედეგებს, რომელთაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას მოაქვს. მხარეებმა დაგმეს თებერვალში, ცხინვალში, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის უკანონოდ დაკავებისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი.

ევროპარლამენტარებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის", რაც მიზნად ისახავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ევროინტეგრაციით გახსნილი შესაძლებლობებით სარგებლობის საშუალებას და ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრისას, ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით და აღნიშნეს რომ საქართველო გატარებული რეფორმებით ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროპარლამენტარებს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შესახებ, რომლის კონცეფციაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ დღეს დაამტკიცა. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა უზრუნველყოფს მეტ ინტეგრაციას და ფიზიკურ და ინსტიტუციურ დაახლოებას ევროკავშირთან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა