logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
09:59 09.05.2018
"საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის არხის თაობაზე" ურთიერთგაგების მემორანდუმი საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ წარადგინა.

ურთიერთგაგების მემორანდუმი განსაზღვრავს საქართველოსა და ევროპოლს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის არხის შექმნის, განხორციელების, ოპერირების, ჩანაცვლებისა და დემონტაჟის პროცედურებს. უსაფრთხო კომუნიკაციის არხის არსებობა აუცილებელია მხარეებს შორის "საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაციის გასაცვლელად, ხოლო წარმოდგენილი ურთიერთგაგების მემორანდუმი ახდენს ხსენებული შეთანხმების იმპლემენტაციას.


მემორანდუმის შესაბამისად, უსაფრთხო კომუნიკაციის არხის შექმნასთან, შენახვასა და ჩანაცვლებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება მოხდება ევროპოლის მიერ. უსაფრთხო კომუნიკაციის არხის საექსპლუატაციო ხარჯი - 2107 ევრო ყოველთვიურად უნდა გადანაწილდეს მხარეებს შორის თანაბრად.


"უსაფრთხო კომუნიკაციის არხი საშუალებას მოგვცემს ევროპოლთან და მის ყველა წევრ სახელმწიფოებთან გავცვალოთ ყველა ტიპის ინფორმაცია. უსაფრთხო კომუნიკაციის არხს ევროპოლი საკუთარი ხარჯებით აწყობს. უსაფრთხო კომუნიკაციის არხის ოპერირების ხარჯებს კი, 50/50 პრინციპით საქართველო და ევროპოლი თანაბრად გაიღებს, რომელიც ყოველთვიურად 2107 ევროს შეადგენს. იმისთვის, რომ უსაფრთხო კომუნიკაციის არხი აეწყოს, ევროპოლმა საქართველოში, ტექნიკური აღჭურვილობა უნდა შემოიტანოს, რომელიც ჩარჩო შეთანხმების შესაბამისად, უნდა გათავისუფლდეს ყოველგვარი მოსაკრებლისა და გადასახადისგან. ეს კი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, პარლამენტის მიერ რატიფიკაციას საჭიროებს", - განმარტა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.



საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა "სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ (ლაპის ლაზულის მარშრუტის შეთანხმება)" შეთანხმება განიხილა.

დოკუმენტი სარატიფიკაციოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის პოლიტიკის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან სალუქვაძემ წარადგინა.



მომხსენებლის ინფორმაციით შეთანხმება ითვალისწინებს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას, თურქმენეთის რესპუბლიკის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო და სატრანსპორტო ურთიერთობების ხელშეწყობას.



"აღნიშნული შეთანხმება ქმნის ხუთ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძველს, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთისა და მგზავრების დაუბრკოლებელ გადაადგილებას სატრანზიტო მოძრაობასთან დაკავშირებული აუცილებელი ადმინისტრაციული საკითხებისა და პროცედურების გამარტივებას, უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებების ტვირთისა და მგზავრების უსაფრთხოებას", - განმარტა მომხსენებელმა.



შეთანხმების მიზანია სატრანზიტო მოძრაობასთან დაკავშირებული აუცილებელი ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივება, სატრანზიტო მარშრუტებზე გარემოს დაცვის და ტრანსპორტირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტრანსპორტირებისთვის შესაბამისი ინფრასტუქტურის განვითარების ხელშეწყობა, რომელიც საჭიროა საავტომობილო, სარკინიგზო, სამდინარო და მულტიმოდალური გადაზიდვებისათვის. გადაზიდვები განხორციელდება წინასწარ განსაზღვრულ საავტომობილო, სარკინიგზო და შიდა სამდინარო სატრანზიტო მარშრუტებზე.



შეთანხმების თანახმად, ხელშემკვრელი მხარეების შესაბამისმა სამსახურებმა უნდა უზრუნველყონ ყველა შესაძლო დახმარების გაწევა თავიანთ ტერიტორიაზე მომხდარი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების დროს, რომლებიც დაკავშირებულია სატრანზიტო გადაზიდვებთან, ასევე შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ვიზების გაცემა იმ პირებზე, რომლებიც ჩართულნი არიან საერთაშორისო სატრანსპორტო მიმოსვლაში და აკმაყოფილებენ სავიზო მოთხოვნებს.



აღნიშნული შეთანხმებით, ტრანზიტით მოძრავი ტვირთი გათავისუფლდება საბაჟო გადასახადების, გადასახდელებისა და სხვა საფასურებისგან, გარდა იმ ხარჯებისა, რომელიც შიდა კანონმდებლობის თანახმად, უკავშირდება სპეციალურად გაწეულ მომსახურების გადასახადს და საგზაო და სარკინიგზო ტექნიკური მომსახურების მოსაკრებელს.

მომხსენებლის ინფორმაციით, წარმოდგენილ შეთანხმებას ხელი მოეწერა ქ.აშხაბადში 2017 წლის 15 ნოემბერს.



"წარმოდგენილი შეთანხმება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალის ამაღლების და მის გავლით სატრანზიტო ტვირთების მოცულობების გაზრდის კუთხით. ამის გათვალისწინებით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის მიერ "სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ (ლაპის ლაზულის მარშრუტის შეთანხმება)" შეთანხმების რატიფიცირებას", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.








FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა