logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კიბერუსაფრთხოების მიმართულებით გაწეული საქმიანობის თაობაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მოსმენა გაიმართა
კიბერუსაფრთხოების მიმართულებით გაწეული საქმიანობის თაობაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მოსმენა გაიმართა
18:13 08.05.2018
საქართველოში კიბერუსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, სამინისტროების შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა ინფორმაციები წარმოადგინეს. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პარლამენტში აღნიშნული საკითხის მოსმენა პირველად ხდება და მის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არსებობს. „მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას. კომიტეტი სიღრმისეულად გაეცნობა წარმოდგენილ ინფორმაციას, სამინისტროების მოხსენებების შინაარს და შეიძლება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებზეც ვიფიქროთ თუ ამის საჭიროება დადგება“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ, კიბერუსაფრთხოების კუთხით, სააგენტოს საქმიანობის მიმართულებებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, სააგენტო, რომელიც როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორს ემსახურება, შესაბამისი სტრატეგიის საფუძველზე მოქმედებს, რომელსაც სააგენტო ორწლიანი სამოქმედო გეგმის საფუძველზე ამზადებს. მომხსენებელმა სააგენტოს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და კიბერუსაფრთხოების თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობასაც შეეხო. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ივანე კაციტაძის მოხსენება კიბერდანაშაულის ჩადენის ფაქტებს და მათზე რეაგირების მექანიზმებს დაეთმო. მას საქართველოში გავრცელებული კიბერდანაშაულის ტიპები დაასახელა და „ფიშინგზე“, „ქარდინგზე“, კორპორატიული ელექტრონული ფოსტების ჰაკინგზე და „დიდოს შეტევებზე“ ისაუბრა. თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა, როდიონ ქარჩავამ, თავის მოხსენებაში, კიბერსაფრთხეების მიმოხილვაზე და იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელსაც სამინისტრო პრევენციის მიზნით ატარებს. მომხსენებელი კიბერუსაფრტხოების გამოწვევებსაც შეეხო და კვალიფიციური კადრების კერძო სექტორში გადინების და კიბერინციდენტების ზრდის ფაქტებზე ისაუბრა. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ პერიოდულად განხორციელდეს ტექნიკური გადაიარაღება და კიბერუსაფრთხოების სფეროში დასაქმებულთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. საგამოძიებო-ოპერატიული სააგენტოს წარმომადგენელმა საკუთარი სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სააგენტო ინციდენტების მონიტორინგს, მიღებული ინფორმაციის შესწავლას და სარეკომენდაციო ანგარიშების მომზადებას ახორციელებს. „პოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა კიბერშეტევები და თ ამ მიმართულებით დამატებითი ნაბიჯები არ გადაიდგა და არ მოხდა ადექვატური რეაგირება, ამას შეიძლება მძიმე შედეგები მოყვეს“, - აღნიშნა მომხსენებელმა.

ინფორმაციების წარდგენის შემდეგ კომიტეტის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კომიტეტის თავმჯდომარე დაინტერესდა თუ რამდენად ორგანიზებულია სამსახურებს შორის კოორდინაცია და თუ როგორ ხდება ინფორმაციის კლასიფიკაცია და რამდენად ეფექტურია მოქმედი კონტროლის მექანიზმები. მანვე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებასა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე სპეციალური ყოველკვირეული გადაცემის მომზადების აუცილებლობაზე ისაუბრა. კომიტეტის წევრები მომხდარი კიბერდანაშაულის სტატისტიკიტაც დაინტერესდნენ და პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე, როგორც ახალგაზრდებისთვის ასევე სხვადასხვა სფეროში დასაქმებული პირებისთვის და მათ შორის, დეპუტატებისთვის სპეციალური ტრენინგების გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სხდომის დასასრულს ირაკლი სესიაშვილმა დღევანდელი შეხვედრის გამართვაზე კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ კიბერუსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არაერთი გამოწვევა არსებობს და მათი დაძლევის მიზნით, კომიტეტი მზადაა სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნას, სადაც საკითხზე მომუშავე უწყებების კოორდინაცია და პრობლემების სიღრმისეული შესწავლა მოხდება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა