logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
16:55 08.05.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ზვიად გონაძემ მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში.

ღონისძიების ფარგლებში, საფრანგეთის ისტორიული და ახალი დიასპორის ასობით წარმომადგენელმა და საქათველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მარადიული ხსოვნის ცეცხლი აანთეს და ტრიუმფალური თაღი გვირგვინებით შეამკეს. ღონისძიება საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორკესტრის საპატიო თანხლებით ჩატარდა, რომელმაც შეასრულა საქართველოს ეროვნული ჰიმნი, ხოლო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნი „დიდება“ ქართულმა გუნდებმა შეასრულეს.

ღონისძიების ფარგლებში, პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში, არქიმანდრიტმა არჩილმა და პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ქართული ეკლესიის წინამძღვარმა, დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებლად ერთობლივი პარაკლისი გადაიხადეს.

საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში საფრანგეთში ასევე დაგეგმილია მრავალი კულტურული და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება. საიუბილეო აქტივობების ნუსხაში მნიშვნელოვანი ადგილი ლევილის ქართულ მამულს უკავია, სადაც ივნისში, გაიმართება დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება და სიმბოლურად ჩაეყრება საფუძველი სამეცნიერო კულტურულ ცენტრის საძირკველს. ლევილის მამულის ბაზაზე მოეწყობა პირველი რესპუბლიკის ისტორიული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი, ლევილის ქართული აკადემია.

თავის მხრივ, სენატორმა ლომბარდიმ გამოხატა საელჩოსთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი და მაქსიმალური მხარდაჭერა აღგვითქვა ჩვენთვის საინტერესო საკითხების მოგვარების მიმართულებით.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა