logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი: საქართველო ევროკავშირის პარტნიორების მხრიდან განიხილება როგორც ლიდერი ქვეყანა გატარებული რეფორმებით
პრემიერი: საქართველო ევროკავშირის პარტნიორების მხრიდან განიხილება როგორც ლიდერი ქვეყანა გატარებული რეფორმებით
16:47 08.05.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შემუშავდება ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა, რომელშიც აისახება ევროინტეგრაციის მიმართულებით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 57-ე სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ უფრო მეტი, ვიდრე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება მოითხოვს, რათა მომავალშიც გავაგრძელოთ წარმატებული სვლა ევროპისკენ; ამის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევიმუშაოთ ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა, რომელშიც აისახება ევროინტეგრაციის მიმართულებით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები“- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, საგზაო რუკა ხელს შეუწყობს საქართველოს უფრო მეტ პოლიტიკურ დაახლოებას და სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირთან, ვიდრე ეს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული.
„აღსანიშნავია, რომ საქართველო ევროკავშირის პარტნიორების მხრიდან განიხილება, როგორც ლიდერი ქვეყანა გატარებული რეფორმებით და მინდა, კომისიის ყველა წევრს მოგილოცოთ ეს წარმატება. ჩვენ ნამდვილად გვაქვს საამაყო ის, რომ საქართველო აბსოლუტურად ყველას მიერ აღიარებული ლიდერია განხორციელებული რეფორმებით, მიღწეული შედეგებით. მინდა, თქვენს ყველა თანამშრომელს ჰქონდეს ეს განცდა და ყველას გადასცეთ მადლობა. ჩვენი სტრატეგიული მიზანი - ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანება მხოლოდ და მხოლოდ ასეთი ფართო ჩართულობით და ყველა უწყების აქტიურობით მიიღწევა, ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს, ვინც ამ წარმატებაში მონაწილეობს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა, რომლის დევიზია „მეტი ინტეგრაცია მეტი შესაძლებლობებისთვის“, შესაბამისი უწყებების აქტიური ჩართულობით, წლის ბოლომდე შემუშავდება. მთავრობის მეთაურმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა თხოვნით, ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფციაზე ასევე ფართო კონსულტაციები გამართოს მოსახლეობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, ვინაიდან ეს გეგმა აბსოლუტურად ყველასი, თითოეული მოქალაქის უნდა იყოს.
პრემიერი იმ საზეიმო ღონისძიებებსაც გამოეხმაურა, რომელიც საქართველოში ევროპის დღეებთან დაკავშირებით იმართება.
„5 მაისს საქართველოში დაიწყო ევროპის დღეების აღნიშვნა. სადღესასწაულო ღონისძიებები, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში რამდენიმე დღეს გასტანს. ევროკავშირი დღეს მთელს მსოფლიოში მშვიდობასთან, ერთიანობასთან, წარმატებულ განვითარებასთან ასოცირდება და სასიხარულოა, რომ საქართველოში ევროპის დღეების აღნიშვნა უკვე კარგ ტრადიციად იქცა. ყოველწლიურად მოსახლეობის სულ უფრო მეტი ჩართულობაა, რაც ძალიან სასიხარულოა“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 57-ე სხდომაზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია 2017 წელს ასოცირების შეთანხმებისა და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების თაობაზე. კომისიის წევრებმა განიხილეს და დაამტკიცეს ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები.
სხდომაზე ასევე, მოისმინეს ინფორმაცია ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
პრემიერის შეფასებით, შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარია, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება.
„გასაგებია ის ვნებათაღელვაც, რომელიც მოსახლეობაშია ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ერთად უნდა გავუფრთხილდეთ იმ მონაპოვარს, რასაც ევროკავშირის შენგენის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა ჰქვია. ამიტომ, ჩვენ მივესალმებით საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის ერთობლივ, აქტიურ ქმედებებს, რომლებიც პასუხობს ამ გამოწვევებს, იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ უვიზო მიმოსვლა, რაც ვფიქრობთ, არა მხოლოდ მატერიალური მონაპოვარია ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, არამედ ეს არის პოლიტიკური მონაპოვარი მთელი ქვეყნისთვის. ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი გამოხატული ნდობა, რაც აუცილებლად გასაფრთხილებელი და შესანარჩუნებელია“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა