logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ღია და გამჭირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრებმა მაროკოს სამეფოს პარლამენტის დელეგაციის წევრებს უმასპინძლეს
ღია და გამჭირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრებმა მაროკოს სამეფოს პარლამენტის დელეგაციის წევრებს უმასპინძლეს
10:11 08.05.2018
ღია და გამჭირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები ირინა ფრუიძე, ეკა ბესელია და ოთარ კახიძე დღეს მაროკოს სამეფოს პარლამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

სტუმრების ინფორმაციით, მაროკო ღია და გამჭვირვალე მმართველობის კონცეფციას ოფიციალურად ახლახან შეუერთდა, თუმცა 2012 წლის შემდეგ ამ მიმართულებით ქვეყნის მთავრობისა და პარლამენტის მიერ მრავალრიცხოვანი აქტივობები განხორციელდა. დელეგაციის წევრებმა საქართველოს პარლამენტის გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვეს.



საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ სტუმრებს საქართველოს პარლამენტის სტრუქტურა და ფუნქციები გააცნო, მან ასევე ისაუბრა საპარლამენტო საბჭოს გეგმებსა და ხედვებზე. „მოხარულები ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, ვისაუბროთ თქვენთან OGP-ის შესახებ, საქართველოს პარლამენტის ღიაობის შესახებ და იმ გამოცდილების თაობაზე, რომელიც საქართველოს გააჩნია ღია მმართველობის მიმართულებით. ძალიან მიხარია, რომ ამ ზაფხულს OGP-ის სამიტზე, რომელიც თბილისში ჩატარდება, მაროკო OGP-ის პარტნიორი ქვეყანა გახდება“, - განაცხადა ირინა ფრუიძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიამ OGP-ის წევრობა მიულოცა სტუმრებს. მისი განცხადებით, საქართველო, როგორც OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა, შეიძლება იყოს მაგალითი სხვა წევრი ქვეყნებისთვის. „მე გამოვარჩევდი ამ საბჭოს თავისი აქტიურობით, ახალი ხედვით, თამამი და პროგრესული გადაწყვეტილებებით. პარლამენტმა მიიღო კონსტიტუციური ცვლილებები, რომლითაც საქართველო ძლიერი საპარლამენტო მოდელის ქვეყანა გახდა. ამჟამად ვმუშაობთ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებებზე. ეს არის კანონის ძალის მქონე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს პარლამენტს, ჰქონდეს უფრო ძლიერი მექანიზმები და ინსტრუმენტები, რომ აკონტროლოს მის მიერ მიღებული კანონები“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. მან, ასევე, ისაუბრა იმ სიახლეებზე, რომელიც პარლამენტმა OGP-ის ფარგლებში განახორციელა.


სტუმრებს საპარლამენტო უმცირესობის სახელით მიესალმა ოთარ კახიძე. მისი თქმით, ღია მმართველობაში მოიაზრება მეტი გამჭვირვალობა. „ამ კუთხით ყველაზე საინტერესო გამოცდილება აქვს იუსტიციის სახლებს, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს მოკლე დროში მიიღონ თითქმის ყველა სერვისი. ასევე საყურადღებოა სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა, საჯარო ფინანსების განკარგვის გამჭვირვალობა“, -განაცხადა ოთარ კახიძემ. მან ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერებაზე, რომელიც ღია მმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა