logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა
დავით ზალკალიანი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა
09:54 08.05.2018
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ბარტოშ ჩიხოცკისთან გამართა შეხვედრა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს, რაც აისახება სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე წარმატებულ თანამშრომლობაზე, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ინტენსიური პოლიტიკური და ხალხთაშორისი კავშირები ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების კარგ საფუძველს იძლევა. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ტექნოლოგიები და სხვ. ამასთან, განხილულ იქნა მიმდინარე წელს მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობები.

საუბრის დიდი ნაწილი დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებას. დავით ზალკალიანმა დეტალურად ისაუბრა აღნიშნული კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ამ კონტექსტში, ყურადღება გაამახვილა ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესზე. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ პოლონეთი იზიარებს საქართველოს მთავრობის კონსტრუქციულ პოლიტიკას კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ბარტოშ ჩიხოცკი, ვიზიტის ფარგლებში, სოფელ ხურვალეთს ესტუმრება და ადგილზე გაეცნობა საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ პროცესი. დავით ზალკალიანმა პოლონეთის დელეგაციას გააცნო ქართული მხარის მოლოდინები ნატო-ს მომავალ სამიტთან დაკავშირებით. ბარტოშ ჩიხოცკიმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ დასაფასებელია ის წვლილი, რომელიც საქართველოს შეაქვს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. მისივე თქმით, პოლონეთი გააგრძელებს როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისა და საქართველოს ინტეგრაციული პროცესების მხარდაჭერას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა