logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი გაერო-სთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
დავით ზალკალიანი გაერო-სთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
09:52 08.05.2018
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი შეხვდა გაერო-სთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნიდან.

შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ ელჩებს საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები გააცნო. ყურადღება გამახვილდა კორუფციის აღმოფხვრის, სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისა და ეკონომიკური რეფორმების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე.

“ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ მათ მიიღონ მეტი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების შესახებ. საქართველოს საგარეო პოლიტიკა არის დივერსიფიცირებული და ეს ვიზიტი დაგვეხმარება იმაში, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან: აფრიკის რეგიონის, კარიბის, წყნარი ოკეანის, ლათინური ამერიკის წარმომადგენლებთან ვისაუბროთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს გააჩნია, კერძოდ რეფორმების გაზიარების კუთხით. მათ ექნებათ შესაძლებლობა ეწვიონ იუსტიციის სახლს, გაიგონ ის რეფორმები, რომლებიც მიმდინარეობს ამ მიმართულებით. ასევე, ეს არის კარგი შესაძლებლობა რათა ჩვენ ვისაუბროთ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, იმ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენ გვაქვს და ბუნებრივია საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხები იქნება ერთ-ერთი უმთავრესი ამ ვიზიტის დროს“ - განაცხადა ზალკალიანმა.

გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის კახა იმნაძის განცხადებით საქართველოს ელჩები მსოფლიოს სამი რეგიონიდან ეწვივნენ „ეს არის მნიშვნელოვანი რათა სხვადასხვა ქვეყნებმა უფრო ახლოს გაიცნონ საქართველო, ვისაუბროთ როგორც ქვეყნის პრობლემატიკაზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყანას აქვს და რაც მთავარია მიღწევებზე, რომელიც საქართველოს აქვს და როგორ შეიძლება ამ სფეროებში თანამშრომლობა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებთან“ - განაცხადა მან.

დავით ზალკალიანთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს რუსეთ-საქათველოს კონფლიქტსა და მასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე. მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილ ვითარებასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო ინიციატივაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტუალური თემები.

„საქართველოში პირველად ვარ, დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიმყოფები. კონკრეტულად ვიზიტით ვეწვიეთ საქართველოს იმისათვის რომ უკეთ გავიგოთ და შევისწავლოთ როგორც საქართველოს შიდა პოლიტიკური საკითხები, ასვე მისი საგარეო პოლიტიკის თემები. ეს კი საუკეთესო შესაძლებლობაა იმისათვის რომ დამყარდეს კავშირი თქვენს ხელისუფლებასთან და განვიხილოთ როგორც საქართველოს ასევე საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგის მრავალი საკითხი“ - განაცხადა ელბიო როსსელმა, ურუგვაის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.

გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები საქართველოში 11 მაისამდე დარჩებიან. ვიზიტის მიზანია საქართველოს, მისი კულტურის, ქვეყანაში გატარებული რეფორმებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილზე გაცნობა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა