ვიცე პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ „ევროპულ სკოლაში“
ევროპის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
მიხეილ ჯანელიძემ ღონისძიების მონაწილეებს ევროპის დღესასწაული მიულოცა და ევროკავშირში საქართველოს გაწვერიანების პრიორიტეტებსა და ამ პროცესში განათლებისმნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ევროპულ სკოლაში 23 ეროვნების მოსწავლეა, სწორედ ეს აღწერს ევროკავშირის დევიზს „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია. ხარისხიანი განათლებასაზოგადოებრივი განვითარების ქვაკუთხედი და მდგრადი განვითარების წინსვლის მტკიცე გარანტიაა. ჩვენ გვინდა, რომ სასკოლო განათლება დაეფუძნოს საუკეთესოპრაქტიკას და ავიღოთ საუკეთესო ევროპული ქვეყნების მაგალითები. ასევე უმაღლესი და პროფესიული განათლება, ყველ მიმართულებით ჩვენი მიზანია დავუახლოვდეთევროპულ სტანდარტს და პრაქტიკას. მიხარია, რომ ევროპული სკოლა წარმოადგენს ევროპული განვითარების ერთერთ საუკეთესო მაგალითს„ - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ევროპულ ფასეულობებზე, რომელიც ეფუძნება თავისუფლებას, კანონის უზენაესობა, დემოკრატიასა და ადამიანისუფლებებს.
მოწვეულ სტუმრებს ასევე მიმართა ევროპული აკადემიური სკოლის დირექტორმა, სოფიო ბაზაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ სკოლის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, გახდნენ გლობალურად მოაზროვნე, საერთაშორისო მოქალაქეები და გაიზიარონ სხვადასხვა ქვეყნების კულტურა და ტრადიციები.
ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს საშუალება მიეცათ მოენახულებინეთ სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული კერძებითა და ტრადიციებით გაფორმებული სტენდები. ისინი ასევე გაეცნენ მოსწავლეების თვალით დანახულ ევროპას და დაესწრნენ საინტერესო სანახაობრივ დადგმებს.
აღსანიშნავია, რომ „ევროპულ სკოლაში“ ევროპული დღე წელს მერვედ აღინიშნება. ამჟამად სკოლაში ირიცხება 23 განსხვავებული ეროვნების მოსწავლე. საზეიმო ღონისძიებასდაესწრნენ „ევროპული სკოლის“ მოსწავლეები და პროფესორ-მასწავლებლები, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგნელები და სხვადასხვა ევროპული ქვეყნების ელჩები.

















