logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს საბოლოო მიზანს, რომელიც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას გულისხმობს
მიხეილ ჯანელიძე: აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს საბოლოო მიზანს, რომელიც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას გულისხმობს
09:48 08.05.2018
„ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს საბოლოო მიზანს, რომელიც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას გულისხმობს. ჩვენ ეს პერსპექტივა გაგვაჩნია ევროკავშირის სადამფუძნებლო დოკუმენტების შესაბამისად, რადგანაც ჩვენ ვართ ევროპული სახელმწიფო, ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ვადგავართ დემოკრატიული განვითარების გზას, დემოკრატიული კონსოლიდაციის გზას, ევროპული ინტეგრაციის გზას და აუცილებლად ჩვენი მიზანმიმართული ნაბიჯებით და ქმედებით გავხსნით იმ შესაძლებლობების ფანჯარას, როდესაც ევროკავშირი მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებაში“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ სემინარზე „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ევროკავშირის მიმართულებით გასული წლების განმავლობაში განსაკუთრებული ნაბიჯები გადაიდგა და საქართველო არასდროს არ ყოფილა ისე ახლოს ევროკავშირთან როგორც დღეს.

მიხეილ ჯანელიძემ ვრცლად ისაუბრა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის სიკეთეებზე, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები უკვე სარგებლობენ, ეს იქნება ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობა თუ პროგრამები, როგორიც არის Erasmus +, Horizon 2020 და სხვა. როგორც მინისტრმა აღნიშნა საქართველო არის იმ ქვეყნების ათეულში, რომლებიც ყველაზე აქტიურად და ეფექტურად იყენებენ Erasmus +ის პროგრამას, რომელშიც 800-ზე მეტი სტუდენტი და 41 უმაღლესი სასწავლებელია ჩართული. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ასევე მნიშვნელოვანია პროგრამა Horizon 2020, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით.

„ჩვენი ინტეგრაცია ამ მიღწეულით არ მთავრდება, რა თქმა უნდა ჩვენი ევროპული გზა გრძელდება, ჩვენი ევროპული ნაბიჯები კიდევ გადასადგმელია იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოო მიზანს მივაღწიოთ, რასაც ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა ჰქვია. ამ მიზნის მისაღწევად ძალიან ბევრი დაბრკოლებაა გადასალახი და აუცილებელია პირველ რიგში ინფორმირებულობა. რა თქმა უნდა ეს ცოდნა უნდა იყოს საზოგადოებაში ბავშვობიდანვე და ძალიან მნიშვნელოვანია სკოლაში იყოს სრულფასოვნად წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც ეხება ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას და იმ სიკეთეებს, რომელიც მოაქვს ევროპულ ინტეგრაციას. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პროექტი და პრიორიტეტი, არამედ ეს არის ძალიან კონკრეტული პრაქტიკული შედეგების მატარებელი. ორი-სამი წლის წინ ვერავინ ვერ იტყოდა, რომ გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკავშირი ასეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებდა თუნდაც ბალკანეთის მიმართულებით, მაგრამ წელს ეს უკვე შესაძლებელი გახდა. ასევე ძალიან მალე ეს შესაძლებლობა გაჩნდება საქართველოსთვის და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, ჩვენი ახალგაზრდა თაობა უნდა იყოს მზად ამისთვის“ - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა