logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფიო ქაცარავა მაროკოს სამეფოს პარლამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა
სოფიო ქაცარავა მაროკოს სამეფოს პარლამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა
14:49 07.05.2018
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, კომიტეტის წევრებთან ერთად, მაროკოს სამეფოს პარლამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით ვიცე სპიკერის ხელმძღვანელობითა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით იმყოფება.


დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზანია ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერება და ამ მიმართულებით საქართველოს გამოცდილების გაზიარება.


შეხვედრაზე მხარეებმა, სახელისუფლებლო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობისა და მათი ინფორმირებულობის შესახებ ღია მმართველობის პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „საქართველო - ღია მმართველობის პარტნიორობის ქვეყნებს შორის გახდა ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა. ჩვენ მზად ვართ, როგორც OGP-ს თავმჯდომარე ქვეყანამ გატარებული რეფორმების შესახებ გამოცდილება გავუზიაროთ ჩვენს კოლეგებს“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.


შეხვედრაზე, ღია მმართველობის თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოს პრიორიტეტულ მიმართულებებზე და 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის ვალდებულებებზე გამახვილდა ყურადღება.



საუბარი ასევე, შეეხო ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებას და ამ მიმართულებით პარლამენტის როლს.


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატების როლზე და გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით ადგილნაცვალი პირებისა და ლტოლვების შესახებ საქართველოს ყოველწლიურ რეზოლუციაზე გაამახვილა ყურადღება. სოფიო ქაცარავამ ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.


მაროკოს სამეფოს პარლამენტის დელეგაციის წევრები, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

სტუმრები დღეს უკვე შეხვდნენ ღია და გამჭირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს წევრებს.







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა