logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე პარლამენტში მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო იქმნება
არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე პარლამენტში მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო იქმნება
14:34 07.05.2018
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი კომიტეტთან არსებული „არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს“ შექმნის საკითხს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას განცხადებით, აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, დარგის სპეციალისტებთან, სამინისტროს წარმომადგენლებთან ფართო კონსულტაციებისა და კონსენსუსის შედეგად პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტი -„საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი“, თუმცა, აღმოჩნდა, რომ კონსულტაციების გაგრძელება ამ მიმართულებით კვლავაც მნიშვნელოვანია.



„ამ კანონპროექტის მომზადების პროცესში აღმოჩნდა რომ არსებობს ძალიან ვრცელი ჩამონათვალი იმ საკითხებისა, სადაც კონსულტაციების გაგრძელება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა თანხმდება, რომ მშენებლობის სფერო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო, გვაქვს წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობები, მაგრამ გვაქვს ძალინ დიდი გამოწვევებიც. ცხადია, ამ სიტუაციაში, მხოლოდ ყველა მხარის მაქსიმალური ჩართულობაა ერთ-ერთი გამოსავალი, რომ ჩვენ ოპტიმალური გადაწყვეტილებები მივიღოთ. სწორედ ამ სივრცეშია მოაზრებული ამ საბჭოს შექმნა“, -განაცხადა რომან კაკულიამ საკითხის წარდგენისას.



კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, საბჭოს ფარგლებში განისაზღვრება ის საკითხები, რომელთა მიმართულებითაც მნიშვნელოვანია დიალოგის გაგრძელება და შემდგომ - მათზე დეტალური მუშაობა. საბჭოს შემადგენლობაში მოწვეული სპეციალისტები იქნებიან, მისი სხდომები იქნება ღია და პარლამენტის ნებისმიერ წევრსა თუ სხვა დაინტერესებულ პირს საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემა.



სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივებიც განიხილეს.



მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" მეორე მოსმენით განსახილველად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, კანონპროექტთან მიმართებაში, რომელიც კანონში წიაღის ეროვნული სააგენტოს მიმართ ტექნიკური უზუსტობის გასწორებას ითვალისწინებს, შენიშვნები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებს არც დღევანდელ სხდომაზე შენიშვნები ჰქონდათ და მათ კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირეს მხარი.



კომიტეტმა პირველი მოსმენით, ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილა პარლამენტის წევრ რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივა - კანონპროექტი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“. რომან გოცირიძის განცხადებით, კანონპროექტის მიზანია ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებში შრომითი ანაზღაურების რეგულირება.



კომიტეტის წევრებმა, კანონპროექტის ზოგადი პრინციპები გაიზიარეს, თუმცა მათი განცხადებით, ქვეყანაში სახელფასო პოლიტიკა საერთოდ გადახედვას საჭიროებს. საბოლოოდ, კომიტეტის წევრებმა, რომან კაკულიას წინადადების გათვალისწინებით, რომ სახელფასო პოლიტიკა ნამდვილად შესაცვლელია და ამ მიმართულებით დისკუსიაა დასაწყები, კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.



კომიტეტმა ასევე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის წევრების: ირაკლი სესიაშვილის, ბექა ოდიშარიას და ოთარ ჩრდილელის საკანონმდებლო ინიციატივას - კანონპროექტს „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტის მიხედვით, რომელიც ირაკლი სესიაშვილმა წარადგინა, საქართველოს საჰაერო კოდექსში ზუსტდება დასახლებულ ადგილებზე სადემონსტრაციო ფრენებთან დაკავშირებული რეგულაციები.









FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა