logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე გაერო-ში უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა
ირაკლი კობახიძე გაერო-ში უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა
13:51 07.05.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გაერო-ში სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან.
შეხვედრაზე საქართველოს საშინაო პოლიტიკისა და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ იმსჯელეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველო-რუსეთის ურთიერთობისა და რუსეთთან მოლაპარაკების ორი ფორმატის შესახებ, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ ელჩებს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა გააცნო, რომელიც აფხაზ და ოს ხალხთან ისტორიული ურთიერთობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
გაეროს ელჩებმა ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც საქართველო რუსეთთან მიმართებაში ახორციელებს, დადებითად შეაფასეს. საუბარი შეეხო გაეროს რეზოლუციას „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, რომელიც, მხარეების თქმით, დევნილთა ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და გაეროს მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ელჩებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში ვიზიტისას, ისინი დეტალურად გაეცნობიან იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემატიკას.



შეხვედრაზე საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილეს. ყურადღება საკონსტიტუციო რეფორმაზე გამახვილდა, ასევე, საუბარი შეეხო საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. ირაკლი კობახიძემ ელჩებს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი და სამომავლო გეგმები გააცნო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტის როლსა და ფუნქციებს აძლიერებს საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია.



მხარეებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. ხაზგასმით აღინიშნა საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში პარლამენტის, როგორც უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს როლი. ირაკლი კობახიძის განაცხადებით, საქართველოს პარლამენტი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან და მეგობარ ქვეყნებთან როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში. მისივე თქმით, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით ქვეყანაში ფართო კონსესუსია.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა