logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი ბელარუს კოლეგას შეხვდა
ლევან დავითაშვილი ბელარუს კოლეგას შეხვდა
13:34 07.05.2018
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, მიხაილ რუსისთან და სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრთან, ლეონიდ ზაიაცთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა აგრარულ დარგში თანამშრომლობის პოტენციალის ფარგლებში კონკრეტული მიმართულებები განიხილეს.
შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ვალერი კვარაცხელია ესწრებოდა.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც სახელმწიფო უწყების, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მიზნით, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის დროს, ხელი მოეწერა ოქმს.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში, უკვე არსებობს კონკრეტული მიმართულებები, სადაც განსაზღვრულია თანამშრომლობის შესაძლებლობები.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ ბელარუსის რესპუბლიკის სურსათის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მელიორაციის კუთხით, ასევე, სავაჭრო ბრუნვის გაზრდის მიმართულებით; ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოდან სხვადასხვა ხილის და ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტი გაიზარდოს ბელარუსიის რესპუბლიკაში; ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლოთ ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხით. საუბარია საქართველოში ერთობლივი საწარმოს შექმნაზე. ასეთი პროექტები ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის გაზრდას ჩვენს ორ ქვეყანას შორის და იმ სავაჭრო პლატფორმის გამოყენებას, რომელიც საქართველოს გააჩნია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის, ლეონიდ ზაიაცის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოსა და ბელარუსს შორის აგრარული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება, რისთვისაც კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია.
ლევან დავითაშვილმა, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად თანამედროვე სასათბურე მეურნეობა „აგრომირი“, ვიტებსკის მეფრინველეობის ფაბრიკა, რამდენიმე მეცხოველეობის ფერმა, სასაწყობო მეურნეობა დაათვალიერა და საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა