logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს ევროპული გზა ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე მიდის
მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს ევროპული გზა ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე მიდის
12:07 06.05.2018
ევროპა როგორც საქართველოს არჩევანი, და ევროკავშირი როგორც უნიკალური გაერთიანება, რომელმაც უზრუნველყო თავისუფლება, მშვიდობა, თითოეული მოქალაქის უფლებათა დაცვა, კანონის უზენაესობა და დემოკრატია - ეს ის თემებია, რომლებზეც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ „ევროპის დღეების“ ოფიციალურ გახსნაზე ისაუბრა.

თავის გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს ევროპულ კუთვნილებაზე და ევროპასთან ღირებულებით კავშირზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველო ევროპული სახელმწიფო და ევროპული ოჯახის, ევროპული ცივილიზაციის ნაწილია, ხოლო ევროკავშირის ღირებულებები სრულ თანხვედრაშია საქართველოს ინტერესებთან და ფასეულობებთან, რაც მის წევრობას რეალურს და შეუქცევადს ხდის. „საქართველო ევროკავშირის მხრიდან აღიარებულია, როგორც ევროპული ინტეგრაციის ლიდერი და ასევე როგორც უმნიშვნელოვანესი პარტნიორი უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით“ - განაცხადა ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, „არასდროს საქართველო არ ყოფილა ისე ახლოს ევროკავშირთან პოლიტიკურად, ეკონომიკურად თუ ინტეგრაციული პროცესით და ყველა სხვა მიმართულებით, როგორც დღეს არის“. თუმცა, ჯანელიძის თქმით, აქ არ მთავრდება საქართველოს ევროპული გზა: „საქართველოს ევროპული გზა მიდის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე, და ამისათვის არსებობს მხარდაჭერა საზოგადოებისა და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მხრიდან“.

სრულფასოვანი წევრობის მისაღწევად საქართველო მნიშვნელოვანი რეფორმების გზას გადის. როგორც მინისტრმა განაცხადა, ქვეყანა წარმატებით ახორციელებს ასოცირების დღის წესრიგს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ევროკავშირთან სექტორალურ დაახლოებას და ეკონომიკის მაქსიმალურ ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზართან.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, ევროპისა და ევროკავშირის, როგორც უალტერნატივო საგარეო კურსის მნიშვნელობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ „დღეს ევროპული მომავალი და ევროპული ინტეგრაცია ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში, და მთავრობა მუშაობს ევროკავშირისკენ მიმავალ საგზაო რუკაზე, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს კიდევ უფრო ღრმა ინტეგრაციას და წარმატებულ სვლას ევროპისკენ“.

თავის გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირში მიმდინარე პროცესებსა და გაფართოების პერსპექტივებსაც შეეხო. მისი თქმით, „საქართველოსთვის სასიხარულოა ის წარმატებები, რასაც დღეს ევროკავშირმა მიაღწია და ის ამბიციები, რომელიც მას აქვს როგორც გაფართოების, ისე სამეზობლოში მეტი სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად“.

5 მაისს, რიყის პარკში საქართველოში ევროპის დღეების გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს, სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა“ და ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით, წელს მეექვსედ იმართება.

„ევროპის დღეები 2018“ 22 მაისამდე გაგრძელდება. მისი მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებისა და მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა