logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ივანიშვილი კონფლიქტის ზონის სოფლების მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესების პირობას დებს
ივანიშვილი კონფლიქტის ზონის სოფლების მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესების პირობას დებს
20:28 15.07.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული საზღვრის პირას მდებარე ქართული სოფლების მოსახლეობის უმძიმესი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად  ხელისუფლება არაფერს აკეთებს.

ამის შესახებ მან დღეს გორის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„იქ ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ ცხოვრება შეუძლებელი ხდება, რის გამოც სოფლები კატასტროფული სისწრაფით იცლება“-განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ომამდე სოფლების მოსახლეობა თავს მესაქონლეობით ირჩენდა, მაგრამ ომის შედეგად საძოვრები გამყოფი ხაზის მიღმა აღმოჩნდა. საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა ტყეც, რომლიდანაც მოსახლეობა შეშით სარგებლობდა.

„ახლა სოფლებში აღარც გაზია და აღარც სარწყავი წყალი. ბევრგან სასმელი წყალიც სანატრელი გაუხდათ. ასეთი განსაცდელის პირისპირ დატოვა ხელისუფლებამ თავისი ხალხი. დღეს ეს სოფლები უკიდურესი გაჭირვების, დაუცველობისა და უიმედობისთვის არის განწირული“-განაცხადა ივანიშვილმა და თავისი გუნდის სახელით პირობა დადო, რომ აღნიშნულ ვითარებას მალე გამოასწორებს.

„ჩვენ ამ გაუსაძლის ყოფას აუცილებლად შეგიმსუბუქებთ. უყურადღებოდ არ დარჩება არც ერთი სოფელი და ოჯახი. ყველას სატკივარს გავიზიარებთ და ყველას საკითხს შეძლებისდაგვარად მოვაგვარებთ“-აღნიშნა ივანიშვილმა.

კოალიციის ლიდერი დევნილების პრობლემასაც შეეხო. ივანიშვილის თქმით, ერთი შეხედვით, ხელისუფლებამ იზრუნა მათზე და სპეციალური კოტეჯები დაუდგა, თუმცა, დევნილებს ცხოვრება მძიმე პირობებში უწევთ.

„უფრო მეტიც, რაც ყველაზე მეტად აღმაშფოთებელია, დევნილთათვის კოტეჯების ან ფულადი დახმარებების გამოყოფამ თავიდანვე პოლიტიკური კორუფციის სახე მიიღო - ხელისუფლება განაწილებისას ხელმძღვანელობს მხოლოდ პოლიტიკური ლოიალურობის ნიშნით“-აღნიშნა კოალიციის ლიდერმა.

ივანიშვილის განმარტებით, „ქართული ოცნების“ ბარათში ერთ-ერთმა დევნილმა ჩაწერა, რომ მისი ოცნება სიღარიბის შემწეობის მისაღებად საჭირო ქულების დაგროვება იყო.

„აი, ესაა ჩვენი მწარე სიმართლე და ჩვენ მას თვალს გავუსწორებთ, ამას გპირდებთ. ჩვენი ხალხის ასეთი უღირსებო ყოფა უნდა დამთავრდეს და მე ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის“-განაცხადა ივანიშვილმა და პირობა დადო, რომ ხელისუფლებაში მისი გუნდის მოსვლისთანავე ყველა დევნილს დაუკანონდება ის ფართები, რომლებშიც ახლა ცხოვრობენ.

ივანიშვილმა ვეტერანებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ისინი ყველას თვალწინ შეურაცხყო და დაამცირა. მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სახელმწიფო ვეტერანების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას გამოიჩენს და სოციალურ შეღავათებს დაუწესებს.

„ვეტერანთა გარდა, გპირდებით, ჩვენ უყურადღებოდ არ დავტოვებთ სხვა სპეციფიკურ ჯგუფებსაც, რომლებიც დღეს ხელისუფლებისგან მიტოვებული არიან - I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მარჩენალდაკარგულებს, პოლიტრეპრესირებულებს და ჩერნობილის დაზარებულებს“-განაცხადა მან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა