საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სამშვიდობო ინიციატივის
შემდეგ ახალგაზრდებს აფაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან შეეძლებათ მიიღონ ხარისხიანი განათლება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.
მისივე თქმით, მცირე მეწარმეები აფაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან შეძლებენ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით გათვალისწინებული პრივილეგიებით ისარგებლონ.
„ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის შემდეგ, მავთულხლართებით დაშორებული ბევრი ადამიანი ჩამოართმევს ხელს ერთმანეთს. ახალგაზრდებს აფაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან შეეძლებათ მიიღონ ხარისხიანი განათლება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; იქმნება ახალი შესაძლებლობები ვაჭრობისთვის და შეღავათები ერთობლივი ბიზნეს პროექტებისთვის; ჩვენი საკანონმდებლო რეგულაციით და კონტროლით, აფაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მცირე მეწარმეებს შეეძლებათ ისარგებლონ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით გათვალისწინებული პრივილეგიებით, მათ შორის ევროკავშირში; მათთვის ხელმისაწვდომი ხდება ასევე სამოქალაქო აქტების გაცემის და რეგისტრაციის სერვისები“- განაცახადა არჩილ თალაკავაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ პირთათვის სავაჭრო-ეკონომიკურ ოპერაციებში მონაწილეობის შესაძლებლობის უზრუნველყოფის და სხვადასხვა სერვისებზე წვდომის გაფართოების მიზნით, ახალი სტატუს-ნეიტრალური მექანიზმი იქმნება.

















