logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
საქართველოსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
10:46 04.05.2018
საქართველოსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. ამ მიზნით საქართველოს ეწვია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პაულ ტეესალუ. ქართული მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი.



კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი. ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ინტენსიური კონტაქტებს როგორც უმაღლეს დონეზე, ასევე უწყებრივი მიმართულებით ისეთ სფეროებში როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, განათლება და კულტურა, ელექტრონული მმართველობა, კიბერ-უსაფრთხოება, საგადასახადო რეფორმა და სხვა.



მინისტრების მოადგილეებმა კიდევ ერთხელ იმსჯელეს ამ მიმართულებებით ახალი შესაძლებლობების შესახებ და თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს. განსაკუთრებით აღინიშნა ეკონომიკური კავშირების გააქტიურების მნიშვნელობა, რის კარგ საფუძველს იძლევა ბოლო წლების განმავლობაში როგორც სავაჭრო ბრუნვის, ისე ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა.



საუბარი შეეხო ორი ქვეყნის რეგიონებს შორის ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას და ამის პოზიტიურ მაგალითად მოიყვანეს მიმდინარე წლის აპრილში ტალინის მერის ვიზიტი თბილისში, რა დროსაც მოხდა ორი ქვეყნის დედაქალაქების ოფიციალურად დამეგობრდა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირის დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე და ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელეს. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა უვიზო მიმოსვლის ამოქმედების პოზიტიურ მნიშვნელობას. პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის, შავი ზღვის უსაფრთხოების და ნატო-ს მომავალი სამიტის საკითხებს.



შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ვახტანგ მახარობლიშვილმა დეტალურად გააცნო ესტონეთის დელეგაციას ადგილზე არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გარემო, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესი და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის უდიდეს მნიშვნელობას. მინისტრის მოადგილემ ესტონეთის დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე აღინიშნა 2018 წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა ორივე ქვეყნისთვის, ვინაიდან საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებიდან, ხოლო ესტონეთი დამოუკიდებლობის მე-100 წლისთავს აღნიშნავენ. ამ კონტექსტში, როგორც ესტონეთში, ისე საქართველოში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, ხოლო უშუალოდ 26 მაისს, საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ესტონეთის წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვევა.



პაულ ტეესალუს განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ადრეულ ეტაპზევე გამოიკვეთა მისი სწრაფვა და ქვეყნის მოსახლეობის ნება ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ვახტანგ მახარობლიშვილმა აღნიშნა, რომ ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებაში ესტონეთს ძალზედ დიდი წვლილი მიუძღვის და მადლობა გადაუხადა ესტონელ კოლეგებს წლების მანძილზე გაწეული როგორც პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, ისე პრაქტიკული დახმარებისათვის.



პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოსა და ესტონეთის ნაყოფიერი თანამშრომლობა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა