კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ოს ხალხთან ურთიერთობების აღდგენა აუცილებლობად მიაჩნია.
ამის შესახებ მან დღეს გორში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, უკვე ოთხი წელი გავიდა, თუმცა, ჭრილობა, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ გაჩნდა, კვლავ მოუშუშებელია.
„ამ ჭრილობას სულის შებერვით ვერ მოაშუშებ, მას არც ტკივილის გაყუჩება უშველის. ამ ჭრილობას სასწრაფოდ უნდა ვუმკურნალოდ, რათა პირი შეიკრას და შეხორცდეს, მის უკვალოდ გაქრობას ვერავინ დაგვპირდება“-განაცხადა მან.
კოლაიციის ლიდერი მიიჩნევს, რომ თუ ქართველ ხალხს სურს, ჭრილობამ პირი შეიკრას, პატიების ძალა უნდა გამონახოს.
„ჩვენ შევძლებთ არა მხოლოდ პატიებას, არამედ ჩვენ ბრალის აღიარების და მონანიების ძალაც შეგვწევს. ჩვენ ქართველ დედებს კიდევ ერთხელ მოვუხდით ბოდიშს. ჩვენ ვეფხისა და მოყმის შემქმნელი ხალხი ვართ. სამძიმარს ვეტყვით ოს დედებს და დავეხმარებით მათ უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილები მოძებნაში, ჩავატარებთ სამართლიან გამოძიებას“-განაცხადა ივანიშვილმა.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა ქართველების და ოსების ისტორიულ მეგობრობაზე ისაუბრა.
„მომავალშიც ჩვენ მხოლოდ გზას დავულოცავთ ქართულ-ოსურ ოჯახს, რომელიც აქ ყოველთვის ბუნებრივი და ჩვეულებრივი ამბავი იყო“-აღნიშნა მან.
მისივე თქმით, კოალიცია ოს ხალხთან მისადგომ გზებს აუცილებლად გამონახავს.

















