logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფიო ქაცარავამ ბულგარეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას უმასპინძლა
სოფიო ქაცარავამ ბულგარეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას უმასპინძლა
22:04 03.05.2018
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, კომიტეტის წევრებთან ერთად, ბულგარეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ჯემა გროჟდანოვას ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით, საქართველოში იმყოფება.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხები და კომიტეტთაშორისი კავშირები განიხილეს.

სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე და საგარეო კურსის მიზნებსა და მათი მიღწევის გზებზე, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ევროატლანტიკური ინსტიტუტების წევრობასა და ამ მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე.

შეხვედრაზე განიხილეს ბულგარეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტები და დღის წესრიგი, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები და ის ინსტრუმენტები, რაც ევროკავშირის წევრობის გზაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა საქართველოსთვის.

სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა საქართველოს როლს გლობალური უსაფრთხოების სფეროში და ნატო-ში მომავალ წევრობას, როგორც დამსახურებულ აღიარებას. კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ნატო-ს სამიტზე სათანადოდ შეფასდება საქართველოს წვლილი უსაფრთოხებისა და მშვიდობის დამყარების სფეროში და სამიტი საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება.

„სტაბილურობა, უსაფრთხოება და დემოკრატიული განვითარება არის ჩვენი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი, რისთვისაც საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს და განამტკიცებს საგარეო კურსს“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

„საქართველო ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებისთვის საგულისხმო რეფორმებს ატარებს და ეს სასიხარულოა ქართველი ხალხისთვის, ეს თქვენი არჩევანია და ამ არჩევნისკენ სწორ გზაზე დგახართ“- განაცხადა ჯემა გროჟდანოვამ.

შეხვედრაზე, რომელსაც პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი ხატიძე და ადა მარშანია ესწრებოდნენ, სოფიო ქაცარავამ ბულგარელ კოლეგას მადლობა გადაუხადა თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში არსებული მხარდაჭერისთვის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა