logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: პრეზიდენტი თავს არიდებს პასუხის გაცემას და გიორგი აბაშიშვილის პირით ესაუბრება ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს
არჩილ თალაკვაძე: პრეზიდენტი თავს არიდებს პასუხის გაცემას და გიორგი აბაშიშვილის პირით ესაუბრება ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს
16:27 03.05.2018
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრეზიდენტის მხრიდან სატელევიზიო დებატებზე უარის თქმა პარლამენტის კიდევ ერთი შეურაცხყოფაა.

ასე გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის უარს უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ სატელევიზიო დებატებზე.

„ვუპასუხებ თვითონ ბატონ პრეზიდენტს, რომელიც გიორგი აბაშიშვილის პირით გვესაუბრება - რა თქმა უნდა, ეს არის პარლამენტის კიდევ ერთი შეურაცხყოფა“,-




საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრეზიდენტის გუშინდელი ნაბიჯი იყო წინასწარ დაგეგმილი დემარში.

„გუშინ პრეზიდენტმა თავი აარიდა საკუთარი ანგარიშის განხილვის პროცესს და დატოვა საკუთარი ანგარიშის განხილვის პროცესი. დღეს მან თავი აარიდა საჯარო დებატებს, რომელიც პირველ რიგში, საზოგადოების ინტერესში იყო, რომ საზოგადოებას მიეღო ინფორმაცია მისი ანგარიშის შესახებ და მას გაეცა პასუხები იმ კითხვებზე, რაზეც გუშინ ითხოვდა ფორმატის შეცვლას. ეს არის ძალიან გაუგებარი, პირველ რიგში, და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრეზიდენტის გუშინდელი ნაბიჯი- ეს იყო წინასწარ დაგეგმილი დემარში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.



მისივე თქმით, უმრავლესობა მზად არის დებატებისთვის დღესაც, თუმცა, სამწუხაროდ, პრეზიდენტი თავს არიდებს პასუხის გაცემას და ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს გიორგი აბაშიშვილის პირით ესაუბრება.



„ჩვენ მზად ვიყავით დებატებისთვის გუშინ, ჩვენ შევთავაზეთ დღეს სატელევიზიო დებატები და მზად ვართ დებატებისთვის დღესაც, თუმცა, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი თავს არიდებს პასუხის გაცემას და გიორგი აბაშიშვილის პირით ესაუბრება ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს -150 დეპუტატს, რომელიც პარლამენტში სწორედ ხალხის პირდაპირი არჩევნებით არის წარმოდგენილი. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ასეთ სტანდარტს გვიჩვენებს და პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც გუშინ ითხოვდა. მან გუშინ მოითხოვა კითხვებზე პასუხების გაცემის შესაძლებლობა, დღეს, როდესაც შევთავაზეთ ეს შესაძლებლობა, უარს აცხადებს პირდაპირ სატელევიზიო დებატზე, სადაც საზოგადოებას შეეძლო, თავად დაენახა, თუ რამდენად ჰქონდა მას პასუხები კითხვებზე, რამდენად შეუძლია უპასუხოს იმ კრიტიკულ განწყობებს, რომელიც გუშინ პარლამენტში იყო წარმოდგენილი არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ ოპოზიციის მხრიდანაც“,- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა