კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია გორში დაიწყო. აქციაზე უკვე მივიდა კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი.
როგორც აქციის დასაწყისში აღინიშნა, ხალხი გაბრაზებულია დღევანდელ ხელისუფლებაზე, რომელიც დამნაშავეა საკუთარი მოსახლეობის წინაშე.
გამომსვლელებმა 2008 წლის აგვისტო გაიხსენეს, როდესაც მათი თქმით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითმფრინავის გამოჩენისას გაიქცა.
„ჩვენ გვახსოვს როგორ მოიქცა ის გორში, როგორ შეარცხვინა საქართველო. საქართველოს არ სჭირდება დაჩოქილი სარდალი და არც არასდროს დასჭირდება“ - აღნიშნეს გამომსვლელბმა.
როგორც აქციაზე აღინიშნა, საქართველოში აღორძინების ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს.
აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი 2008 წლის ომის შედეგად დაღუპულებს.

















