logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბულგარეთის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე შთამბეჭდავს უწოდებს
ბულგარეთის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე შთამბეჭდავს უწოდებს
13:48 03.05.2018
ვიცე პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ჯემა გროჟდანოვა ხელმძღვანელობდა.



მიხეილ ჯანელიძე მიესალმა დელეგაციის ვიზიტს საქართველოში, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია ბულგარეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გათვალისწინებით.



შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ისტორიული კავშირებს და აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას ბულგარეთთან. მან მადლობა გადაუხადა ბულგარეთის დელეგაციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, აგრეთვე, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გაწეული დახმარებისთვის. ვიცე პრემიერმა გამოჰყო ბულგარეთის საელჩოს წვლილი, რომელიც 2017-2019 წლებში საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციებსაც ასრულებს.



ჯემა გროჟდანოვამ, თავის მხრივ, აღნიშნა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და შთამბეჭდავი უწოდა ევროკავშირთან ინტეგრაციის მხრივ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, მათ შორის, განსაკუთრებით გამოჰყო შენგენის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა, ასოცირების შესახებ შეთანხმების ამოქმედება, ასევე, ენერგო გაერთიანებაში გაწევრიანება. მან დაადასტურა, რომ ბულგარეთი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას, როგორც ევროკავშირთან, ისე ნატო-ში შემდგომი ინტეგრაციის მხრივ.



მხარეებმა ხაზი გაუსვეს პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას, აღინიშნა დაგეგმილი ვიზიტების და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების როლი. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მხარეები გააგრძელებენ აქტიურ მუშაობს ორი ქვეყნის დამაკავშირებელი შავი ზღვის პოტენციალის სრულად ასათვისებლად, მათ შორის, ეკონომიკური და სატრანსპორტო პროექტების განხორციელების და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ამოქმედების აუცილებლობის მხრივ.



შეხვედრის შემდეგ დელეგაციის წევრები ქუთაისში გაემგზავრნენ, სადაც ორი დღის განმავლობაში სამუშაო შეხვედრებს გამართავენ თავიანთ ქართველ კოლეგებთან.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა