პარლამენტარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ძალიან მალე საქართველოს ისეთი პრეზიდენტი
ეყოლება, რომელსაც ქვეყანა და მოსახელობა იმსახურებს.
მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის ინტერესებს ემიჯნება.
„გიორგი მარგველაშვილი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეობს და ემიჯნება ქვეყნის ინტერესებს. ძალიან კარგია, რომ მოახლოვებულია საპრეზიდენტო არჩევნები, ძალიან კარგია, რომ ძალიან მალე საქართველოს ეყოლება კარგი, ღირსეული პრეზიდენტი, ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება იმსახურებს“- განაცხადა მათიკაშვილმა.

















