logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი: ევროსაბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას მივესალმები
პრემიერი: ევროსაბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას მივესალმები
11:13 03.05.2018
„მივესალმებით ევროსაბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას საკითხზე - „კონფლიქტი საქართველოში“, რომელიც არის ჩვენი სწორი საგარეო და შიდა პოლიტიკის დადასტურება.
საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ადამიანის უფლებების კუთხით იქ არსებული მდგომარეობა, 2014 წლის შემდეგ აქტიურად განიხილება, როგორც ევროსაბჭოს, ასევე სხვა შესაბამის საერთაშორისო ფორმატებში, რაც უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის კონსოლიდაციისთვის“-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვიოლმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის საბჭოში 2014 წლის შემდეგ ყოველწლიურად მიღებული გადაწყვეტილებები, წარმოადგენს ძალიან მკაფიო საერთაშორისო სამართლებრივ შეფასებას, რუსეთის, როგორც კონფლიქტის მხარის სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

„ევროპის საბჭოს ქვეყნები ადასტურებენ, რომ რუსეთის არც ერთი უკანონო აქტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, იურიდიულად მოქმედი არ არის და სამართლებრივი შედეგი არ აქვს.
ასევე, ისინი გამოხატავენ შეშფოთებას არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფაზე და ადამიანების უკანონო გატაცებასა და დაკავების სხვა ფაქტებზე.
ასევე, ევროსაბჭო მიესალმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივების პაკეტს და მას ღია მხარდაჭერა გამოუცხადა.
გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობის ეს ინიციატივა წარმოადგენს ნათელ მაგალითს სამშვიდობო პოლიტიკისა და ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის მტკიცე ნებაზე.
ევროპის საბჭოს, ისევე როგორც საქართველოს სხვა პარტნიორების მხრიდან ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის აღიარება უმნიშვნელოვანესია მისი შემდგომი ეფექტური განხორციელებისთვის“-განაცხადა პრემიერმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა