logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ეს არ იყო გამაერთიანებლის მოხსენება, ეს იყო ერთი რიგითი ოპოზიციონერის მოხსენება
ირაკლი კობახიძე: ეს არ იყო გამაერთიანებლის მოხსენება, ეს იყო ერთი რიგითი ოპოზიციონერის მოხსენება
10:17 03.05.2018
„ბევრ გამოწვევაზე შეეძლო საუბარი საქართველოს პრეზიდენტს, არის უამრავი საკითხი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ასახული მის ყოველწლიურ მოხსენებაში, თუმცა, ძალიან ბევრ საკითხს აუარა მან გვერდი და ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელიც მისი აზრით, ოპოზიციური გადმოსახედიდან შეიძლება ყოფილიყო მომგებიანი“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას. მისი თქმით, ეს არ იყო სახელმწიფო მეთაურის მოხსენება.



პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძე 2012 წლის მოვლენების მიმართ პრეზიდენტის დამოკიდებულებას შეეხო. მისი თქმით, 2012 წელს მომხდარი დემოკრატიული გარდატეხის მნიშვნელობა გიორგი მარგველაშვილმა ჯანდაცვის რეფორმამდე, სოფლის მეურნეობის პროგრამებამდე და უფასო სახელმძღვანელოებამდე დაიყვანა, რაც შემაშფოთებელია და რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის ღირებულებები, რომლითაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, გიორგი მარგველაშვილისთვის არაფერს ნიშნავს.



„2012 წელს საქართველოში მოხდა ნამდვილი დემოკრატიული გარდატეხა, რომელმაც თავისი გავლენა მოახდინა ქვეყნის განვითარების ყველა მიმართულებაზე და რეალურად ამ გარდატეხის მნიშვნელობა გიორგი მარგველაშვილმა დაიყვანა ჯანდაცვის რეფორმამდე, სოფლის მეურნეობის პროგრამებამდე და უფასო სახელმძღვანელოებამდე. რაც ძალიან შემაშფოთებელია და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ის ღირებულებები, რომლითაც მოვიდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 2012 წელს, და ის ღირებულებები, რომლებიც ამოძრავებდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, 2012 წლის გარდატეხის დაგეგმვისას, ბატონი გიორგი მარგველაშვილისთვის არაფერს ნიშნავს. ეს ძალიან სამწუხაროა და ეს რომ სხვანაირად ყოფილიყო, ბუნებრივია ის ამ ღირებულებებს 2014 წელს ზურგს არ შეაქცევდა. ესეც ძალიან სამწუხარო მოვლენაა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელსაც 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედი, ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. მისივე თქმით, მმართველი გუნდი ცდილობს არა მხოლოდ შეინარჩუნოს მიღწეული, არამედ კიდევ უფრო განამტკიცოს და ამ მიმართულებით იქნება მიმართული ძალისხმევა.



„ქართული ოცნება’ არის ის გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედი ბიძინა ივანიშვილი და რომელიც არის იმ ღირებულებების ერთგული, რომლითაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში.



ჩვენ ვცდილობთ, რომ არა მხოლოდ შევინარჩუნოთ მიღწეული, არამედ ჩვენი ამოცანაა ამ მიღწეულის კიდევ უფრო განმტკიცება და აქეთკენ იქნება მიმართული თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა, აქეთკენ იქნება მიმართული საქართველოს პრეზიდენტის ძალისხმევა.



ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვქონდა მარტივი ამოცანა, 2013 წლის არჩევნების შემდეგ პრეზიდენტს უნდა დაემკვიდრებინა ახალი ტრადიცია, ახალი კულტურა და მან ეს სამწუხაროდ ვერ მოახერხა, რაც ნამდვილად არის სინანულის საფუძველი და მე დიდი იმედი მინდა გამოვთქვა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი პრეზიდენტი, 2018 წელს არჩეული პრეზიდენტი სულ სხვა ტრადიციას დაამკვიდრებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.








FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა