logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის შეწყალების პრაქტიკაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ცალსახად ჩანს
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის შეწყალების პრაქტიკაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ცალსახად ჩანს
09:59 03.05.2018
„რომ გადაავლოთ თვალი განვითარებულ ქვეყნებს, ყველასთან გვექნება, დაახლოებით, ასმაგი სხვაობა, რაც ნიშნავს იმას, რომ სისტემა მოქმედებს არასწორად და კონკრეტული ბერკეტი, შეწყალების უფლებამოსილება არის ბოროტად გამოყენებული საქართველოს პრეზიდენტის მიერ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შეფასებისას განაცხადა.

პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ყურადღება პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილებების განხორციელების პრაქტიკაზე გაამახვილა. შეწყალების უფლებაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ მოიყვანა სტატისტიკური მონაცემებიც და განაცხადა, რომ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ასმაგი სხვაობა აქვს.

„ყურადღება მინდა გავამახვილო უფლებამოსილებების განხორციელების არასწორ პრაქტიკაზე და პირველი, რაც გვახსენდება, არის ბუნებრივია შეწყალების უფლების ბოროტად გამოყენება საქართველოს პრეზიდენტის მიერ და აქაც სტატისტიკური მონაცემები იყო მოყვანილი, მათ შორის, ესტონეთის მაგალითი იყო ნახსენები, წარმოიდგინეთ, ესტონეთის ყველა პრეზიდენტს იმაზე ბევრად ნაკლები პატიმარი ჰყავს შეწყალებული, მთელი ამ ისტორიის მანძილზე, ვიდრე გიორგი მარგველაშვილს. ასევე, მაგალითად, რომ შევადაროთ ამერიკულ პრაქტიკას, აღმოჩნდა, რომ ბატონი გიორგი მარგველაშვილი 80-ჯერ მოწყალეა, ვიდრე ბარაკ ობამა. გამოდის ისე, რომ განსაკუთრებულად გულქვა ადამიანია ბატონი ბარაკ ობამა ან რაღაც ვერ არის საქართველოს პრეზიდენტის პრაქტიკაში. რეალურად, ჩვენ უფრო მეორე დასკვნისკენ ვიხრებით ბუნებრივად. შეუძლებელია ოთხმოცმაგი სხვაობა ჰქონდეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. ასევე, ბულგარეთის პრაქტიკა რომ ავიღოთ, ხუთი წლის განმავლობაში, ბულგარეთის პრეზიდენტმა შეიწყალა 35 პატიმარი, საქართველოს პრეზიდენტმა-ასჯერ მეტი პატიმარი, დაახლოებით, 3500 პატიმარი. ესეც არის, ბუნებრივია, შემაშფოთებელი სტატისტიკა. უკრაინაში პოროშენკომ შეიწყალა 2016 წელს 67 პატიმარი, აქაც არის ასმაგი სხვაობა. ზოგადად, რომ გადაავლოთ თვალი განვითარებულ ქვეყნებს, ყველასთან გვექნება, დაახლოებით, ასმაგი სხვაობა, რაც ნიშნავს იმას, რომ სისტემა მოქმედებს არასწორად და კონკრეტული ბერკეტი, შეწყალების უფლებამოსილება არის ბოროტად გამოყენებული საქართველოს პრეზიდენტის მიერ. ეს არის სამწუხარო დასკვნა. იმ სტატისტიკაში, რომელიც არის ჩამოყალიბებული დასავლეთის ქვეყნებში, არის კონკრეტული ლოგიკა, ეს არ არის შემთხვევითი, და აქაურ სტატისტიკაშიც არის კონკრეტული ლოგიკა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ პრეზიდენტს შეწყალების ასეთი სტატისტიკა აქვს იმ ფონზე, როდესაც მმართველი გუნდმა სერიოზული რეფორმები გაატარა, რომლის საფუძველზეც სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის ჰუმანიზაცია მოხდა და პატიმართა რაოდენობა ქვეყანაში ორნახევარჯერ შემცირდა.

„გიორგი მარგველაშვილი ამას აკეთებს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ, ჩვენი პოლიტიკით, ორნახევარჯერ შევამცირეთ პატიმართა რაოდენობა საქართველოში. ანუ, იყო სერიოზული რეფორმები გატარებული, რომლის საფუძველზეც მოხდა ჰუმანიზაცია ჩვენი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის და ამ ფონზეც კი, პრეზიდენტს აქვს შეწყალების ასმაგი სტატისტიკა, რაც არის, ბუნებრივია, შემაშფოთებელი. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა ასეთი რამ: პრეზიდენტის ამ პრაქტიკას შეიძლება ჰქონდეს სამიდან ერთერთი საფუძველი. ეს არის: პირველი - თეორიული ვარიანტი: უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ეს არის ყველაზე რბილი ვერსია; მეორე - ეს არის კორუფცია - თეორიულად ამასაც ვერ გამოვრიცხავთ; და მესამე ეს არის სამართალდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა. სამიდან ერთ-ერთი საფუძველი უნდა ჰქონდეს იმ პრაქტიკას, რომელიც აქვს ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში შეწყალების კუთხით საქართველოს პრეზიდენტს. მე აღარაფერს აღარ ვამბობ იმაზე, რომ პერიოდულად ხდება ნათესავების შეწყალება, რაც არის, უბრალოდ, მორალურ ზღვარს გაცდენილი ქმედება საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან. შეწყალების პრაქტიკას არანაირი მექანიზმების დახვეწა არ უშველის. აქ ცალსახად ჩანს, რომ უფლებამოსილება არის ბოროტად გამოყენებული და აქ არ არის საუბარი მხოლოდ და მხოლოდ მექანიზმების დახვეწაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა