logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ხუთი წლის განმავლობაში პრეზიდენტის მიმართ კითხვები დაგროვდა
ირაკლი კობახიძე: ხუთი წლის განმავლობაში პრეზიდენტის მიმართ კითხვები დაგროვდა
12:00 02.05.2018
„არის ბევრი საკითხი, რომელიც, არის, რა თქმა უნდა, დაგროვილი, არა მხოლოდ გასული წლის, არამედ ამ ხუთი წლის განმავლობაში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, პარლამენტში დაგეგმილ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ პროცედურა განმარტა და იმედი გამოთქვა, რომ დებატები საქმიანი, კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული იქნება.

„ჩვენ, პირველ რიგში, მოვისმენთ პრეზიდენტის ანგარიშს და ამის საფუძველზე, ბუნებრივია, წარიმართება დებატები. დებატებში მონაწილეობას მიიღებს როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ასევე საპარლამენტო ოპოზიცია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დებატები იქნება საქმიანი, კონსტრუქციული, შედეგზე ორიენტირებული - ეს არის ჩვენთვის მთავარი.

ყველაფერი დამოკიდებულია მოხსენებაზე, ეს არის დამოკიდებული რეაქციებზე, როგორც უმრავლესობის, ასევე, ოპოზიციის რეაქციებზე, მთავარია ჩემთვის, რომ შედგეს საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული განხილვა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ხუთი წლის განმავლობაში, პრეზიდენტის მიმართ გარკვეული კითხვის ნიშნები დაგროვდა და დებატების დროს, საუბარი, სავარაუდოდ, სწორედ ამ საკითხებს შეეხება.

„არის ბევრი საკითხი, რომელიც, არის, რა თქმა უნდა, დაგროვილი, არა მხოლოდ გასული წლის განმავლობაში, არამედ ამ ხუთი წლის განმავლობაში. არის გარკვეული კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოქმედებდა კონკრეტულ შემთხვევებში პრეზიდენტი, რამდენად იყო ორიენტირებული მისი საქმიანობა გამაერთიანებლის როლის შესრულებაზე, რამდენად იყო სწორი მისი პრაქტიკა ამა თუ იმ სფეროში, მათ შორის, მაგალითად, შეწყალების სფეროში, რომელიც საზოგადოების განხილვის და მსჯელობის საგანი გახდა, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში. არის, რა თქმა უნდა, დაგროვილი გარკვეული კითხვები. ამაზეც იქნება, სავარაუდოდ, საუბარი დებატების დროს. მთავარია, ჩვენთვის, კიდევ ერთხელ, რომ იყოს შედეგიანი ეს განხილვა, შედეგზე ორიენტირებული, საქმიანი-აქეთკენ უნდა იყოს ორიენტირებული თითოეული დეპუტატი, რომელიც დებატებში მიიღებს მონაწილეობას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა