კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი კახი კალაძე იმედოვნებს, რომ გორში აქცია დღეს მშვიდობიანად ჩაივლის.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმის გათვალისწინებით, რაც ბოლო კვირას შიდა ქართლში მოხდა, ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, თუმცა, იგი იმედოვნებს, რომ დღევანდელი აქცია მშვიდობიანად დასრულდება.
„იმედი მინდა ვიქონიო, რომ გორის აქციაც ისეთივე მშვიდობიანი იქნება, როგორც ქუთაისში, თბილისში, მცხეთაში, თუმცა, ამ ხელისუფლებისგან არაფერია გამორიცხული“ - განაცხადა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ აქცია გორში დღეს 19.00 საათზე დაიწყება.

















