logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელეს
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელეს
18:57 01.05.2018
თურქეთის მხრიდან საქართველოს თავდაცვის მიმართულებით ფინანსური რესურსის გამოყოფას შეეხებოდა პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმებები, რომლებიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა კომიტეტს „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი“, „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი“ და „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება“ გააცნო.
მომხსენებლის ინფორმაციით, წარმოდგენილი შეთანხმებებით გათვალისწინებულია როგორც მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაციის საკითხებს, ასევე გამოყოფილი თანხის ნაწილი სამხედრო საინჟინრო სკოლის განვითარებას და თურქეთის სამხედრო-სამრეწველო კომპანიებისგან გარკვეული საქონლის და მომსახურების შესყიდვას მოხმარდება.
კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, წლებია თურქეთის მხარე, ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სისტემას ფინანსურ დახმარებას უწევს, რაც მნიშვნელოვანი და მისასალმებელი ფაქტია. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტიც წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მთავრობა დადგენილებით საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხებს დაარეგულირებს.
კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებასაც გაეცნენ. მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, შეთანხმებას 2017 წლის 15 ნოემბერს აშხაბადში მოეწერა ხელი და იგი ავღანეთიდან საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვის მარშუტს შეეხება. „შეთანხმება ხუთ ქვეყანას შორის (ავღანეთი-თურქმენეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი) თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძველს ქმნის. იგი წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც სხვადასხვა შეთანხმება მომზადდება“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისივე განცხადებით, სატრანზიტო ტვირთბრუნვა საქართველოს რკინიგზას და პორტებს მნიშვნელოვნად განავითარებს, რაც ქვეყნისთვის დამატებითი ფინანსური სარგებელის მომტანი იქნება.



სხდომაზე „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზეც იმსჯელეს. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით, სადემონსტრაციო ფრენების განხორციელებისთვის, საფრთხეების და რისკების თავიდან აცილების მიზნით, ფრენის ნებართვის ასაღებად თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმების ვალდებულება შემოდის. კოდექს ასევე ემატება პუნქტი, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტო სადემონსტრაციო ფრენის თაობაზე ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსაც მიაწვდის.



კომიტეტის სხდომაზე განხილულ საკითხებზე პარლამენტის პლენარული სხდომა იმსჯელებს.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა