გორში „ქართული ოცნების“ აქციისთვის მზადება უკვე დასრულებულია.
ე.წ. კომბინატის დასახლებაში დამონტაჟებულია სცენა, რამდენიმე წუთის წინ რკინის ჯებირებით საავტომობილო გზაც გადაიკეტა.
კოალიციის აქციის მონაწილეები უკვე იკრიბებიან და კულტურის სახლის წინ ამ დროისთვის რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფება.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამაზ შიოშვილმა განუცხადა, ქარელიდან, კასპიდან და ხაშურიდან კოალიციის მხარდამჭერებს გორში დაახლოებით 18.00 საათისთვის ელოდებიან.
მისი თქმით, აქციისთვის მზადებამ ექსცესების გარეშე ჩაიარა.

















