„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის განცხადებით, რადგან უმსხვილესი საფინანსო
ინსტიტუტის ხელმძღვანელია, ამასთან ერთად „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში ყოფნით შესაძლოა ინტერესთა კონფლიქტი წარმოქმნილიყო.
მისივე თქმით, ამ მოსაზრების მიუხედავად, მოქმედი და ყოფილი პრემიერ-მინისტრები მიიჩნევენ, რომ ინტერესთა კონფლიქტს ადგილი არ აქვს.
„მე დავაყენე საკითხი, რომ პოლიტსაბჭოს წევრობა დავტოვო იმ მარტივი მოსაზრების გამო, რომ ვხელმძღვანელობ ქვეყნის უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტს და ამიტომ, ხომ არ იქნებოდა ინტერესთან კონფლიქტი. თუმცა, პოლიტსაბჭოს ყველა წევრმა, პრემიერმა, პარტიის მომავალმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ბრძანეს, რომ არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ არის“- განაცხადა საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ დავით საგანელიძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის კანდიდატთა სიაშია.

















