logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 პრემიერმა გიორგი გახარიასთან ერთად შსს-ს მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა
პრემიერმა გიორგი გახარიასთან ერთად შსს-ს მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა
15:44 01.05.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების ახალი ცენტრში მოქალაქეები აბსოლუტურად ყველა საპოლიციო მომსახურებას მიიღებენ.
ამის შესახებ პრემიერმა ცენტრის გახსნაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ძალიან მახარებს, რომ შსს-ში რეფორმები მიმდინარეობს წარმატებულად. დღეს ჩვენ გავხსენით შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მომსახურების ახალი ცენტრი, სადაც მოქალაქეები მიიღებენ აბსოლუტურად ყველა საპოლიციო მომსახურებას. დაახლოებით 500-მდე მოქალაქე შეძლებს დღის განმავლობაში აქ მომსახურების მიღებას. ეს ცენტრი არის აღჭურვილი ყველაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და მომზადებულია იმისთვის, რომ მოქალაქეებს გაუწიოს კომპლექსური მომსახურებები, რაც ეხება პოლიციას, კერძოდ საპატრულო პოლიციას. ასევე ძალიან კარგია, რომ დღეიდან თბილისის პატრული აღჭურვილი იქნება ახალი სამხრე კამერებით, რომლებსაც აქვს გაცილებით უფრო ფართო და მძლავრი ტექნიკური შესაძლებლობები, რაც იმას ნიშნავს, რომ 12 საათის რეჟიმში შეუძლია უწყვეტი ჩაწერა. ასევე, მონაცემები, კამერების დატვირთვის დროს, პარალელურად იტვირთება ცენტრალურ სერვერზე. ეს აბსოლუტურად ყველანაირი კითხვის ნიშნის გამორიცხვის საშუალებას იძლევა, რაც, მოგეხსენებათ, წარსულში ყოველთვის იყო გარკვეული სპეკულაციის საგანი. მინდა, ყველა პოლიციელს მივულოცო დღევანელი დღე. ჩვენი მოქალაქეების მომსახურება, უსაფრთხოება არის უმაღლესი პრიორიტეტი და ის სტანდარტები, რომლებიც დღეს ამ მომსახურების ცენტრშია, მათ შორის სამხრე კამერები, არის მსოფლიოში საუკეთესო სტანდარტის. დარწმუნებული ვარ, ეს ცენტრი იქნება რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო, თუ ყველაზე საუკეთესო არა.
პოლიციელების, როგორც სახელფასო, ასევე საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა სახელმწიფოსთვის ხდება პრიორიტეტი. მინდა ვთქვა ვიცე-პრემიერის და მინისტრის სასარგებლოდ და საამაყოდ, რომ იგი ძალიან მკაფიოდ იცავს პოლიციელების ინტერესებს. მე მას რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე. ასევე ვესაუბრეთ ფინანსთა მინისტრს და მომავალში უნდა ველოდოთ, რომ, რა თქმა უნდა, თანდათანობით, მაგრამ სახელმწიფო გაცილებით მეტს გააკეთებს, რათა პოლიციელი, რომელიც სიცოცხლეს რისკავს, რომელსაც უშუალოდ უწევს დანაშაულთან ბრძოლა, იყოს გაცილებით უფრო მშვიდად იმასთან დაკავშირებით, რომ მისი საცხოვრებელი პირობები უზრუნველყოფილი იქნება.
ახალმა ცენტრმა საპატრულო პოლიციის ე.წ. „მე-12 ოთახი“ ჩაანაცვლა. პირველ ეტაპზე, ერთიანი მომსახურების ცენტრი, 4 სხვადასხვა ადგილის ნაცვლად, მოქალაქეებს საჭირო საპოლიციო მომსახურებას ერთ სივრცეში გაუწევს.
საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი რეგიონში ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრია, სადაც ერთი სარკმლის პრინციპით იქნება შესაძლებელი - მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღება, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობის მიღება, ჯამში, 50-მდე საპოლიციო სერვისი“- განაცხადა პრემიერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა