პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატთა ვინაობა უკვე
ცნობილია.
ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კალაძის თქმით, პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა 15 წევრით დაკომპლექტდა.
პოლიტსაბჭოს წევრები იქნებიან: ბიძინა ივანიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი, ილია ნაკაშიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მაია ცქიტიშვილი, სოზარ სუბარი, დავით საგანელიძე, კახა კალაძე.
„სხდომის ფორმატში ვიმსჯელეთ პარტიის ყრილობაზე განსახილველ საკითხებზე. ცხადია, საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის წარდგენაზე.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობაში წარმოდგენილები იქნებიან შემდეგი კანდიდატები: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პირველი ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ასევე პარლამენტის წევრები: დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მთავრობის წევრები მაია ცქიტიშვილი და სოზარ სუბარი, ასევე დავით საგანელიძე და მე - კახა კალაძე“-განაცხადა კალაძემ.

















