logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ქეთევან ციხელაშვილი: თანმიმდვრულობით, მშვიდობიანი, ხალხზე გათვლილი და მათ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკით აუცილებლად მივაღწევთ შედეგს
ქეთევან ციხელაშვილი: თანმიმდვრულობით, მშვიდობიანი, ხალხზე გათვლილი და მათ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკით აუცილებლად მივაღწევთ შედეგს
15:15 01.05.2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორმუმის თემატურ სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
სესიაზე სახელწოდებით „სახალხო დიპლომატიის როლი საზოგადოების მდგრადობის განმტკიცებაში“ განხილული იყო სტრატეგიული კომუნიკაციისა და სახალხო დიპლომატის როლი საზოგადოების ინფორმირების გაზრდაში. ასევე უსაფრთხოების ახალი გამოწვევები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. სესიის მონაწილეებმა დეზინფორმაციის წინააღმდეგ განათლებისა და მედიაწიგნიერების საშუალებით ბრძოლის მეთოდებზე იმსჯელეს.
ქეთევან ციხელაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე, როგორც გავლენის ერთ-ერთ ინსტრუმენტზე, რომელსაც რუსეთი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვა ბევრ ქვეყანაში იყენებს.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, „პროპაგანდას და ინფორმაციულ გავლენას გარკვეული გეოგრაფიაც გააჩნია ჩვენს ქვეყანაში, იმ სამწუხარო ვითარებიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და იქ არ არსებობს საერთაშორისო მექანიზმების წვდომა, საინფორმაციო სივრცე კი დახურული და კონტროლირებადია.

საინფორმაციო პროპაგანდა ჯერჯერობით გამოწვევად რჩება ასევე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშიც, რაც სახელმწიფო ენის არასაკმარის დონეზე ფლობას და უცხოური არხებიდან ინფორმაციის მიღებას უკავშირდება“.

ქეთევან ციხელაშვილმა ისაუბრა სახელმწიფო სტრატეგიის შესახებ, რომელიც პროპაგანდის და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელების წინაააღმდეგ არის მიმართული. ასევე, სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებების შესახებ, რაც უმცირესობებით დასახლებული რეგიონებში, მშობლიურ ენასთან ერთად, სახელმწიფო ენის საფუძვლიანად შესწავლას გულისხმობს.

„ნატოს კვირეული დაიწყო ქვემო ქართლში იმის ხაზგასასმელად, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქვეყანაში მცხოვრებმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა, მიიღონ სრული ინფორმაცია, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ და ამის ასახსნელად ჩვენ კიდევ უფრო გავააქტიურებთ ჩვენს კამპანიას.
რაც შეეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ჩვენთვის აუცილებელია პროაქტიული და დინამიური სამშვიდობო პოლიტიკის გატარება. დღეს იქნება პარლამენტში პირველი საკომიტეტო მოსმენა ახალი სამშვიდობო ინიციატივისა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ,“ რომელიც ახლახანს გავასაჯაროვეთ. იმედი მაქვს პარლამენტი მას მხარს დაუჭერს და ჩვენ დავიწყებთ ამ ინიციატივების განხორციელებას, რაც არის ერთ-ერთი გზა ხალხთა შორის კონტაქტის გააქტიურებისაკენ. თანამიმდევრულობით, მშვიდობიანი, ხალხზე გათვლილი და მათ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკით აუცილებლად მივაღწევთ შედეგს,“ - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა