logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
უეს მიტჩელი: მე დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთის მთავრობას, რომ მსოფლიოს ეს მოვლენები არ დავიწყებია
უეს მიტჩელი: მე დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთის მთავრობას, რომ მსოფლიოს ეს მოვლენები არ დავიწყებია
15:11 01.05.2018
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, უეს მიტჩელმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ოძისი მოინახულეს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც იძულებით გადაადგილებული პირები,საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა დგას. მინისტრმა საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნისმნიშვნელობას გაუსვა ხაზი და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ამერიკის შეერთებული შტაბები არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერიa საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს მთავრობის შერიგების პოლიტიკაზე და იმ ინიციატივებზე, რომელიც ქმნის ახალ შესაძლებლობებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამინებისთვის. ჩვენ გვინდა, რომ თითოეული ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანი იყოს იმ განვითარების მონაწილე,რომელიც კონტროლირებად ტერიტორიაზეა. აშშ-ის მხარდაჭერა ამ პროცესში, როგორც ჩვენი დემოკრატიული, ეკონომიკური განვითარების, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური პროცესის კუთხით უმნიშვნელოვანესია კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის და ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტი, მისი მხრიდან მონახულება ამ ადგილის, მისი ქმედებები, რომელიც უკავშირდება საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის მონახულების შემდეგ, უეს მიტჩელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს, როგორც პარტნიორის უსაფრთხოებას. მან ასევე განაცხადა, რომ აშშ აფასებს იმ ძალისხმევას, რომელიც მოდის საქართველოს მთავრობისგან, პარლამენტისგან და ხალხისგან, რომ აჩვენონ დემოკრატიული რეფორმებისადმი ერთგულება. ამერიკელმა დიპლომატმა ისაუბრა საქართველოზე, როგორც რეგიონში წარმატებული დემოკრატიის მაგალითზე.

„ათი წლის წინ აქ იყო ომი და მე დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთის მთავრობას, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს მოვლენები. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ გამყოფ ხაზს, როგორც საერთაშორისო საზღვარს. ჩვენ ძალიან გვაღელვებს იმ ქართველების უსაფრთხოების მდგომარეობა, რომლებიც ცხოვრობენ აქ, ამ ხაზის მიღმა. ვგმობთ ნებისმიერ იმ ქმედებას, რაც ეხება საქართველოს მოქალაქეების დაკავებას, წამებას, მკვლელობას და ვუსამძიმრებთ ამ ადამიანების ოჯახებს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, წაიღოს უკან ამ რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და დაუშვას ჰუმანიტარული მიმოსვლა აღნიშნულ რეგიონებში“ - აღნიშნა უეს მიტჩელმა.

ადგილზე არსებული ვითარება მათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გააცნეს, რომელთაც ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრეს.

საქართვლოში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ „ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში” მიიღო მონაწილეობა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. მან ასევე ორმხრივი შეხვედრა გამართა მიხეილ ჯანელიძესთან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა