დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საბჭოში განხეთქილებას
ადგილი არ ჰქონია.
მისივე თქმით, ყრილობის შემდეგ გახდება ცნობილი, დარჩება თუ არა თავად პარტიის გენერალური მდივნის პოსტზე.
„პოლიტსაბჭოში განხეთქილება არ ყოფილა. რაც შეეხება შემადგენლობას, დღეს იცით, რომ არის პოლიტსაბჭოს შეკრება. თუ რა შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი პოლიტსაბჭო, დღეს გაიგებთ. 11 მაისს ყრილობაა. პარტია მზადაა ყრილობისთვის. იმას კი, მე ვიქნები თუ არა გენერალური მდივანი, გაიგებთ“ - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს 2 საათზე გაიმართება.

















