საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის
თავმჯდომარეობით პარტია „ქართული ოცნება“ გაძლიერდება.
მისივე თქმით, დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე სამომავლო გეგმებსა და პარტიის გაძლიერების საკითხებზე იმსჯელებენ.
პრემიერმა ასევე დაადასტურა, რომ პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობაში თავად აუცილებლად იქნება.
„ძალიან კარგია პარტიისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავმჯდომარე ხდება, ეს პარტიის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. სამწუხაროდ, დღემდე თვითონ პარტია „ქართული ოცნება“, როგორც ინსტიტუცია გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ვერ მოემზადა. ძალიან კარგია, რომ პარტია გაძლიერდება და უკვე არჩევნებიდან არჩევნებამდე მთლიანად ამ ციკლის განმავლობაში კიდევ უფრო აქტიურად იმუშავებს.
ჩვენ 2024 წლისთვის ჩვენ უნდა მოვემზადოთ უკვე განვითარებული პარტიების სისტემით, ინფრასტრუქტურით, რაც საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის თემა კი სამომავლო პერსპექტივები, ასევე პარტიის გაძლიერება იქნება.
დიახ, რა ქმა უნდა, მე პოლიტსაბჭოში ვიქნები“- განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს 2 საათზე გაიმართება.

















